fbpx
Startseite » news_ge » ბიზნეს სექტორის სტატისტიკა 2020 წლის პირველ კვარტალში

ბიზნეს სექტორის სტატისტიკა 2020 წლის პირველ კვარტალში

by David Hufschmidt

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 26 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 13.5%-ია.

იანვარ-მარტში მთლიანი ბრუნვის 60% (ნაცვლად 54.5%-სა 2019 წლის პირველ კვარტალში) მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6% (ნაცვლად 17.4%-სა) – საშუალოზე, ხოლო 23.4% (28.1%-სა) – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ბიზნეს სექტორის პროდუქციის მთლიანი გამოშვების მაჩვენებელი კი 8.4%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს და 10.3 მილიარდ ლარს შეადგენს.

პროდუქციის გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე – 44.3% (ნაცვლად 41.3%-სა), საშუალოზე – 24.4% (ნაცვლად 24.8%-სა), ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.3% (ნაცვლად 33.9%-სა) მოდის.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის (26 მილიარდი ლარი) სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6%, რამაც 9.77 მილიარდი ლარი შეადგინა, მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). ამ დარგის ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-ით არის გაზრდილი.

მას მოსდევს: ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8%-იანი წლით, ანუ 7.2 მილიარდი ლარით (ზრდა – 27.2%); დამამუშავებელი მრეწველობა – 8.9%, ანუ 2.3 მილიარდი ლარი (ზრდა – 11.5%), მშენებლობა – 5.8%, ანუ 1.5 მილიარდი ლარი (ზრდა – 14.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.4%, ანუ 1.4 მილიარდი ლარი (ზრდა – 74%).

საქსტატის მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში ყველა სხვა დანარჩენ დარგებშიც ბრუნვა გაიზარდა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის გარდა. ამ დარგის ბრუნვამ 330 მილიონი ლარი შეადგინა (წლიური შემცირება – 15%).

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684,400 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8% ქალია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9% (ნაცვლად 36.9%-სა) – მსხვილ ბიზნესზე, 20.7% (ნაცვლად 20.6%-სა) – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.4% (ნაცვლად 42.5%-სა) – მცირე ბიზნესზე მოდის.

საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა (ზრდა – 10.3%). საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1,227 ლარს გაუტოლდა (ზრდა – 6.5%-ით, ანუ 75.2 ლარით).

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 08.06.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X