fbpx
Startseite » news_ge » გერმანიაში მიღებულ იქნა ახალი აქტი ,,მიწოდების ქსელის სათანადო მოვლის’’ შესახებ.

გერმანიაში მიღებულ იქნა ახალი აქტი ,,მიწოდების ქსელის სათანადო მოვლის’’ შესახებ.

by Salome Mumladze

2021 წლის 11 ივნისს, გერმანიის ფედერალურმა პარლამენტმა და გერმანიის ფედერალურმა საბჭომ (2021 წლის 25 ივნისს) მიიღეს აქტი,, მიწოდების ქსელის სათანადო მოვლის შესახებ (“კანონი”). ახალი კანონი ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ სათაო ოფისი, ბიზნესის ძირითადი ადგილი, ადმინისტრაციული შტაბი ან რეგისტრირებული ოფისი გერმანიაში და დასაქმებული ყავთ 3000 -ზე მეტი თანამშრომელი. კანონი ასევე მოიცავს საზღვარგარეთ გერმანული კომპანიების აფილირებულ საწარმოებს. გარდა ამისა, ახალ კანონს ექვემდებარებიან ის უცხოური კომპანიებიც, რომლებსაც აქვთ ფილიალი გერმანიაში და დასაქმებულთა კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული რაოდენობა. 2024 წლიდან ეს ბარიერი 1000 თანამშრომელამდე შემცირდება.

კანონი ეხმიანება გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც ადამიანის უფლებების კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს შორისაა და კომპანიებს ავალდებულებს შეასრულონ, მიწოდების ქსელში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებებისა და გარკვეული გარემოსდაცვითი სტანდარტების სათანადო დაცვის ვალდებულებები.

კანონის მიზანია გააუმჯობესოს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გლობალური მიწოდების ქსელთან ერთად, თავიდან აიცილოს, მაგალითად, ბავშვთა და იძულებითი შრომა და აიკრძალოს ნივთიერებები, რომლებიც საზიანოა ადამიანების და გარემოსთვის.

ახალი კანონით, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა საკუთარ და მიწოდების ქსელის საქმიანობაში, ასევე კომპანიებმა უნდა დანერგონ შესაბამისი პოლიტიკა ან მოარგონ უკვე არსებული რისკების მენეჯმენტი აღნიშნულ კანონს. კომპანიებმა ვალდებულნი არიან დაადგინონ არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში ან მიწოდების ქსელში შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებები.

თუ კომპანიები არღვევენ ამ კანონიდან გამომდინარე თავიანთ სათანადო მოვლის ვალდებულებას, ისინი შესაძლოა დაჯარიმდნენ შესაბამისი ორგანოს –  გერმანიის ეკონომიკურ საქმეთა და ექსპორტის კონტროლის ფედერალური ოფისის (BAFA) – მიერ, ჯარიმა დგინდება დარღვევის სიმძიმისა და კომპანიის მთლიანი ბრუნვის მიხედვით.

ახალი კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X