fbpx
Startseite » news_ge » დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონპროექტი

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონპროექტი

by Salome Mumladze

2021 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში ინიცირდა კანონპროექტი ,,დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ’’. მისი მიზანია,დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობისა და მიმოქცევასთან დაკავშირებულიურთიერთობების რეგულირება. კანონპროექტი ინფრასტრუქტურული და ფასიანიქაღალდების ბაზრის კანონმდებლობაში თანამედროვე სტანდარტების შემოღებას ემსახურება და იცავს ინვესტორებს. ამასთან, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ვაჭრობა გახდება უფრო მოქნილი და შესაბამისად ლიკვიდური.

კანონპროექტი განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცნებას დაამგვარად, ის ადგენს საქართველოში არსებულ ფასიანი ქაღალდების მესამე კატეგორიას. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით და მათზე საკუთრების უფლება დასტურდება სისტემის ამონაწერით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა, რომლის წყალობითაც აღარ არის საჭირო ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია.
კანონპროექტი ტოვებს ე.წ რეგისტირებული ფასიანი ქაღალდების რეჟიმს. ფასიანი ქაღალდი იქნება ისეთი ტიპის ქაღალდი, რომელიც შეიძლება იყოს კერძოდ გამოშვებული, ასევე შესაძლებელია მისი დემატერიალიზაციაც. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი, რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში და მასზე საკუთრების უფლებაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერით ან „სერთიფიკატით.ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი ასევე არეგულირებს მატერიალური ფორმის ფასიან ქაღალდებს. მატერიალური ფორმით არსებობს საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდები. საწარმდგენლო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება
დასტურდება დოკუმენტის ფლობით, ხოლო საორდერო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მესაკუთრის ვინაობა დოკუმენტზეა მითითებული. მართალია, საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ არეგულირებს არამატერიალურ ფასიან ქაღალდებს, თუმცა ის არ არეგულირებს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი განიმარტება, როგორც ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე, მაგალითად, არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი.

DWV აკვირდება კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას და მისი ამოქმედებისთანავე გაცნობებთ იურიდიული სიახლის სახით.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X