fbpx
Startseite » news_ge » ენერგოკრიზისში მყოფი ევროპისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად საქართველოში დიდი ენერგოპროექტები დაიგეგმა

ენერგოკრიზისში მყოფი ევროპისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად საქართველოში დიდი ენერგოპროექტები დაიგეგმა

by Salome Mumladze

შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გამართვა იგეგმება, რაც საქართველოს ევროპაში 1,000 მგვტ-მდე ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს, წერს გაზეთი რეზონანსი.

როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა, აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარეობს ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. „18 თვე სჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, რამდენიმე თვეა, ის უკვე მიმდინარეობს“,- აცხადებს ის და დასძენს: „შემდეგ უკვე მშენებლობას, ანალოგიების გათვალისწინებით, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება“.

მირცხულავას თქმით, ეს „იმდენად სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი პროექტია, დაფინანსება არ უნდა გაჭირდეს“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საუბარია დაახლოებით $2-მილიარდიან ინვესტიციაზე.

მირცხულავა ასევე მიუთითებს, რომ თურქეთში შესაძლებელია 700 მგვტ ელექტროენერგიის მიწოდება. „დღესდღეობით ხაზი სრულად არის შევსებული. ცხადია, ინფრასტრუქტურა განსავითარებელია“,- აცხადებს ის.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გაყიდა, აღნიშნულია სტატიაში.

საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ექსპორტზე $84.34 მილიონის ელექტროენერგიაა გატანილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 468%-ით აღემატება, ხოლო მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X