Startseite » news_ge » თეგეტა ჰოლდინგის უპრეცედენტო ემისია – კომპანიამ, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

თეგეტა ჰოლდინგის უპრეცედენტო ემისია – კომპანიამ, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

by Salome Mumladze

Tegeta Holding-მა (ავტომობილების რეალიზაცია-მომსახურება) 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ეს ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა. ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონი გადახდა ყოველკვარტალურად მოხდება.

ემისია TBC Capital-ის მხარდაჭერით განხორციელდა, განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.

მობილიზებული სახსრები სრულად მოხმარდება სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას.

Tegeta Holding-ის ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს.

პირველი, 30 მილიონი ლარის ემისია Tegeta-მ 2019 წელს განახორციელა. 2023 წელს კომპანია საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.

You may also like

X