fbpx
Startseite » news_ge » მთავრობამ ბიზნესისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

მთავრობამ ბიზნესისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

by David Hufschmidt

საქართველოს მთავრობამ ქართული კომპანიებისთვის კორონავირუსისგან გამოწვეული ტვირთის შესამცირებლად ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

მთავრობამ უპასუხა საქართველოში სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოების და ტუროპერატორების საჭიროებებს და მიიღო ქონების და საშემოსავლო გადასახადის 4 თვით გადავადების გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებს დაახლოებით 18000 კომპანია და 50000 დასაქმებული. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

”მთავრობა ოთხი თვის განმავლობაში ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდას გადაუვადებს სასტუმროებს, რესტორნების, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და ტურ ოპერატორებს. ოთხ თვეში (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) ეს ტოვებს 100 მლნ. ლარზე მეტ თანხას ამ სექტორში.”- განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, დაგეგმილი იყო 600 მლნ. ლარის (დაახლოებით 214.67 მლნ. აშშ დოლარი / 192.27 მლნ. ევრო) დაბრუნება საქართველოს კერძო სექტორისთვის, როგორც “დღგ-ის დაბრუნების” რეფორმის ნაწილი. გახარიას თქმით, ამ თანხის ოდენობა ახლა “გაორმაგდება”.

”ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში 1,20 მილიარდი ლარის ოდენობის თანხა დაუბრუნდება [საქართველოს] ეკონომიკას,” – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გადაავადებს სესხების გადახდას ფიზიკური პირების, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის სამ თვეზე.

ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა – ნათია თუუნავამ განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს მცირე სასტუმროების მხარდაჭერას ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, რის მიხედვითაც მთავრობა დაახლოებით 3 მლნ ლარს გამოყოფს (დაახლოებით 1.07 მლნ აშშ დოლარი / 0.96 მლნ ევრო) მცირე სასტუმროს სესხების სუბსიდირებისთვის.

”მცირე სასტუმროები 4-დან 50-მდე ნომრით, მიიღებენ დახმარებას – საპროცენტო სუბსიდია საბანკო სესხებისთვის. ფული შემოვა სახელმწიფო პროგრამიდან “აწარმოე საქართველოში” და ამით ისარგებლებს 18000-ზე მეტი ობიექტი” – განაცხადა თურნავამ.

ფინანსთა მინისტრმა – ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ”ეს ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკის განვითარების ორგანულ მასშტაბებზე დაბრუნებისკენ”.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X