fbpx
Startseite » მონაცემთა დაცვა

მონაცემთა დაცვის წესები

 

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) იცავს პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას დაკონფიდენციალობას. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნებისათვის მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

  1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

პერსონალური მონაცემი გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ – კერძოდ ეს შეიძლება იყოს სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილსამყოფელი და ა.შ.

  1. პირადი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) მე-6 მუხლი, რომელის მიხედვითაც მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს სუბიექტის თანხმობა. ასევე, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მაშინ, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა ხელშეკრულების ან წინასახელშეკრულებო ღონისძიებების შესასრულებლად ან როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პირის ან სხვა ფიზიკური პირის საციცოცხლო ინტერესები საჭიროს ხდის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არსებული ამოცანების შესრულებისთვის.

 

  1. მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება

მონაცემთა სუბიექტის პირადი მონაცემები წაიშლება ან დაიბლოკება, როგორც კი შენახვის მიზანი აღარ იარსებებს. მონაცემების შენახვა ასევე შეიძლება მოხდეს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ევროკავშირის რეგულაციებით, კანონებით ან სხვა დებულებებით, რომელსაც ექვემდებარება პასუხისმგებელი პირი. ასევე აღსანიშნავია, რომ მონაცემები დაიბლოკება ან წაიშლება, თუკი აღნიშნული სტანდარტებით დადგენილი შენახვის ვადა ამოიწურება.

  1. წვდომა ჩვენს ვებ-გვერდზე

ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ ამ ვებ-გვერდზე ყოველი შესვლისას და რომელიმე ფაილის გახსნისას ხდება ავტომატურად მონაცემების დროებით დამახსოვრება და გადამუშავება. შესაბამისად ხდება შემდეგი მონაცემების მოპოვება:

    • ინფორმაცია ბრაუზერის ტიპისა და გამოყენებული ვერსიის შესახებ
    • მომხმარებლის ოპერაციული სისტემა
    • მომხმარებლის ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერი
    • მომხმარებლის IP მისამართი
    • ვებ-გვერდზე წვდომის თარიღი და დრო
    • ვებსაიტები, რომლებზეც შემოდის მომხმარებლის სისტემა ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით

4.1  მონაცემთა დამუშავების მიზანი

სისტემის მიერ IP მისამართის დროებითი შენახვა უზრუნველყოფის, ტექნიკური გამართულობის დახარვეზების პრევენციას. ჩვენს ვებ-გვერდზე წვდომისას ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებიავტომატურად მუშავდება.

    • მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემების განადგურება ხდება ვებ-საიტის გამოყენებიდან 7 ღეში. თუ ზემოაღნიშნულიმიზნებისთვის, გამონაკლისის სახით, უფრო დიდი ხნით არ გახდა საჭირო მათი შენახვა. მსგავსშემთხვევაში მონაცემების განადგურება მიზნის შესრულებისთანავე ხდება.

  1. Cookies

Cookies: ეს არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომლსაც ვებ-გვერდი თქვენი სტუმრობისას თქვენსავე კომპიუტერში ან სხვა რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობაში ინახავს. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ფაილებს, რათა გავხადოთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება უფრო კომფორტული. ასეთი ფაილები არ შეიცავს პირად მონაცემებს.

მომხმარებელი სრულად აკონტროლებს აღნიშნული ფაილების გამოყენებას. მათი აღიარება ჩვენივებ-გვერდის გამოყენებისას სავალდებულო არაა. თუ არ გსურთ, რომ Cookies-ფაილების შენახვამოხდეს თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის შესაბამისი ფუნქციის დახმარებითმოახდინოთ მათი დეაქტივაცია. ბრაუზერში დამახსოვრებული Cookies-ფაილების წაშლა ნებისმიერდროს შეგიძლიათ.

  1. DWV- ბიზნეს ბიულეტენი

თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ უფასო ბიზნეს ბიულეტენი ჩვენს ვებ-გვერდზე, რომლითაც მოგეწოდებათ ინფორმაცია გერმანული კომპანიების ბიზნეს მოთხოვნებზე, ბიზნესის, ეკონომიკის და სხვა სიახლეებზე, ასევე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ.

ბიზნეს ბიულეტენის გამოწერა შეგიძლიათ ამ ლინკზე

ბიულეტენის გამოწერისას, სავალდებულოა შეავსოთ თქვენი სახელი, გვარი და ელ-ფოსტა. ჩვენი ბიულეტენის გამოწერისთვის უნდა დაადასტუროთ, რომ ეთანხმებით მონაცემთა დაცვის შესახებ წესებს.

6.1 მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

თქვენი ელ-ფოსტა საჭიროა, რათა  რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გამოგიგზავნოთ ბიულეტენი. თქვენი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს და გამოყენებული იქნება მხოლოდ DWV-ს ბიზნეს ბიულეტენის გასაგზავნად.

მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი მომხმარებლის მიერ ბიულეტენის დარეგისტრირების შემდეგ არის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და კანონიერი მიზნებისათვის მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) მე–6 მუხლი (1) (ა).

6.2 მონაცემთა შენახვის ვადა და გაუქმების შესაძლებლობა

მომხმარებლის ზემოაღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ ძალაშია მომხმარებლის თანხმობა ბიულეტენის გამოწერაზე.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს თანხმობის გამოთხოვის უფლება მიზეზის მითითების გარეშე. ამ მიზნით ყველა ბიულეტენში მოცემულია შესაბამისი ბმული. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  info@dwv.ge

  1. რეგისტრაცია

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, რომელებიც უკავშირდება გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებაში წევრობის განაცხადის შევსებას, ასევე სემინარებსა და სხვა ღონისძიებებზე რეგისტრაციას მუშავდება მხოლოდ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების გათვალისწინებით.

7.1 მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

თქვენს მიერ შევსებული პერსონალური მონაცემები საჭიროა, რათა გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ განახორციელოს ის მიზნები, რისთვისაც მომხმარებელი რეგისტრირდება.

მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი მომხმარებლის მიერ ბიულეტენის დარეგისტრირების შემდეგ არის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და კანონიერი მიზნებისათვის მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) მე–6 მუხლი (1) (ა).

    • მონაცემთა შენახვის ვადა და გაუქმების შესაძლებლობა

თქვენი მონაცემები შეინახება მანამდე, სანამ თქვენი რეგისტრაცია აქტუალური იქნება, სხვაშემთხვევაში ისინი წაიშლება. სხვა პირადი მონაცემებიც წაიშლება, როგორც კი აღარ იარსებებსმათი იმ მიზნისთვის გამოყენების აუცილებლობა, რისთვისაც მათი მოპოვება მოხდა.

თქვენ, როგორც მომხმარებელს, გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი რეგისტრაცია, ასევე თქვენ შესახებ შენახული პერსონალური მონაცემები შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ. თქვენი მონაცემების შესაცვლელად ან წასაშლელად დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@dwv.ge

  1. მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მომხმარებლის მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემათ უნებართვოდ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შეიძლება არსებობდეს კანონიერი საფუძველი. მომხმარებლის მონაცემები ინახება და შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის, ღონისძიებათა ორგანიზებისა და მათი განხორციელების ლეგიტიმური მიზნებისთვის.

  1. მონაცემთა სუბიექტის უფლებები:
    • ინფორმაციის მოთხოვნა – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 15 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15 მუხლის მიხედვით მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
    • შესწორების უფლება – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 16 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15 მუხლის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
    • წაშლის უფლება – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 17 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15 მუხლის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
    • თანხმობაზე უარი – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO)21 მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 25 მუხლის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი)
    • გასაჩივრების უფლება – მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) 77-ე მუხლის და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით მომხმარებელს აქვს გასაჩივრების უფლება. თუ მომხმარებელი თვლის, რომ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარი ვებ-გვერდის შინაარსზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები მონაცემთა დაცვის შესახებ წესებზე, ან იმის შესახებ, თუროგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულიფოსტის მისამართზე:  info@dwv.ge

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის პერსონალურ მონაცემთა შესახებ ნებისმიერი დავის ანშეკითხვის ოპტიმალურად გადასაწყვეტად.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
რუსთაველის გამზ. 24
0108 თბილისი

ტელ.: +995-32-220-57-67
ელ. ფოსტა: info@dwv.ge

სამუშაო საათები:
ორშ.-ხუთშ.: 09:00-18:00 სთ
პარ.: 09:00-15:00 სთ

X