საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა შესაძლოა, 2020 წლის ბოლო კვარტალში მოხდეს.
გვენეტაძის ინფორმაციით, ფინანსური პრობლემების დასაძლევად, განიხილება სამი გზა. პირველი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის გაფართოება (სრულდება 2021 წლის აპრილში), რამაც შეიძლება გარღვევის ნახევარი დაფაროს.
ნაწილობრივ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები, სადაც რეზერვში 2019 წლის ბოლოს მნიშვნელოვანი სახსრები განთავსებულ იქნა რეზერვში, აცხადებს გვენეტაძე. ხოლო მესამე მიმართულებას ის დონორების დახმარებასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ასახელებს.
რაც შეეხება გაცვლით კურსს, გვენეტაძის თქმით, ტურიზმის შეწყვეტასთან ერთად, მოხდა უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირების რისკის მატერიალიზება, რამაც გამოიწვია ლარის გაუფასურება (14.5%-ით მარტის დასაწყისიდან). ლარის გაცვლითი კურსის ფსიქოლოგიური ზღვარი 3 GEL/USD გადალახულ იქნა, რამაც გამოიწვია სავალუტო პუნქტებში მკვეთრი მოთხოვნა.
ცნობისთვის, დღევანდელ ვაჭრობაზე ლარი გაუფასურდა 12 თეთრით და 25 მარტისთვის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 3.4494 GEL/USD შეადგინა.
სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, სებ 25 მარტის აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის, იუწყება სებ. მარტში სებ-მა უკვე განახორციელდა ორი ინტერვენცია ჯამში $60 მილიონის ოდენობით და მზად არის განაგრძოს ინტერვენციები, თუ ამას მოთხოვს სიტუაცია. მეორე მხრივ, სებ აღნიშნავს, რომ გაუფასურდა საქართველოს ყველა პარტნიორის ვალუტები, ამიტომ ამჟამინდელი სიტუცია არ მოახდენს ისეთივე გავლენას საერთო ინფლაციაზე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი 2019 წლის ივნისში (როდესაც მხოლოდ ლარი გაუფასურდა შიდა არასტაბილურობის გამო).
ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა, ხოლო საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, ირწმუნება სებ და აცხადებს: ეს არის იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.
საინფორმაციო სააგენტო სარკე, 25 მარტი 2020