fbpx
Startseite » Dienstleistungen GE » კარლსრუეს გამოფენა

კარლსრუეს გამოფენა

გერმანიის ეკონიმიკური გაერთიანება (DWV) 2024 წლის ივნისიდან კარლსრუეს გამოფენის (Messe Karlsruhe) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

კარლსრუეს გამოფენა (Messe Karlsruhe) არის წამყვანი საგამოფენო ცენტრი გერმანიაში, რომელიც გამოირჩევა ცენტრალური მდებარეობით როგორც გერმანიის, ისე ევროპის მასშტაბით და ასევე საგამოფენო სივრცეების თანამედროვე აღჭურვით. Messe Karlsruhe მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს სხვადასდხვა სახის გამოფენებს, კონგრესებს და კულტურულ ღონისძიებებს და არის მნიშვნელოვანი აქტორი ინოვაციის, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით.  

Messe Karlsruhe მოიცავს 105.000 კვ.მ.-ზე მეტ საგამოფენო სივრცეს და 60.000 კვ.მ.-ზე მეტ შიდა გამოყენების სივრცეს, რაც მას, ცენტრალურ მდებარეობასთან ერთად, აქცევს იდეალურ ადგილად დიდი ღონისძიებებისთვის. 

ყოველწლიურად აქ იმართება 300 სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, აქედან 40-მდე დარგობრივი გამოფენა და იზიდავს 800.000-ზე მეტ ვიზიტორს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის Messe Karlsruhe-ს ორი მნიშვნელოვანი გამოფენის, EUROVINO-სა და Learntec-ის წარმომადგენელი საქართგელოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. 

EUROVINO ღვინის საერთაშორისო გამოფენაა. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს მეღვინეების, ღვინის მოვაჭრეების, სომელიეებისა და ღვინის სფეროთი დაინტერესებული ყველა ადამიანის გაერთიანებას. EUROVINO წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ახალ ბაზრებზე შესასვლელად, გერმანულენოვან სივრცეში (და არა მარტო) მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და ღვინის სამყაროში უახლესი ტენდენციებისა და პროდუქტების გასაცნობად.

LEARNTEC ევროპაში ყველაზე დიდი ციფრული განათლების ღონისძიებაა. ეს გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, IT ექსპერტებისთვის, ციფრული განათლების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის და პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ განათლების სფეროში უახლესი ტექნოლოგიები და მეთოდები. LEARNTEC უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც წარმოდგენილია ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც ხელს უწყობს განათლების სფეროში ციფრულ ტრანსფორმაციას.

სალომე მუმლაძე
პროექტის მენეჯერი

სერვისები
გამოფენები
დელეგაციები

+995 595 09 29 51
მოგვწერეთ

X