Dezember, 2025
02Dez.14:0017:00DWV-ს წევრები მასპინძლობენ წევრებს - SOS ბავშვთა სოფელი

Veranstaltungsdetails
ძვირფასო DWV-ს წევრებო, დიდი სიხარულით გიწვევთ ჩვენი წევრის, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის გასაცნობად. საერთაშორისო ორგანიზაცია SOS Children's Villages 76 წელია ემსახურება მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ და ალტერნატიული
Veranstaltungsdetails
ძვირფასო DWV-ს წევრებო,
დიდი სიხარულით გიწვევთ ჩვენი წევრის, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის გასაცნობად.
საერთაშორისო ორგანიზაცია SOS Children’s Villages 76 წელია ემსახურება მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ და ალტერნატიული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს მსოფლიოს 136 ქვეყანაში. საქართველოში ორგანიზაცია უკვე 36 წელია საქმიანობს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, საჭიროებებზე დაფუძნებით, საქართველოს 6 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში ყოველთვიურად ემსახურება 1,850-მდე ბავშვს, ახალგაზრდასა და მშობელს.
ექსკლუზიურად DWV-ის წევრებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას: ადგილზე გაეცნოთ ორგანიზაციის საქმიანობას, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, გარდა ამისა, უზრუნველყოფს მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობას.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, გაიგოთ მეტი ბიზნესისთვის CSR შესაძლებლობების შესახებ და დატკბით სასიამოვნო გარემოთი ჩვენთან ერთად!
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: 2025 წლის 2 დეკემბერი
- დრო: 14:00 – 17:00 სთ
- მდებარეობა: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის 40 (ლისის მიმდებარედ)
პროგრამა:
- შეკრება ადმინისტრაციის შენობაში
- ორგანიზაციის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია
- მეწარმე ბენეფიციარების წარმოებული პროდუქციის პრეზენტაცია
- ფურშეტი & ნეთვორქინგი
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2025 წლის 1 დეკემბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge
Datum
2 Dezember, 2 h - 2 Dezember, 5 h
Ort
SOS Children's Village Tbilisi
Avto Varazi Street 40, Tbilisi
Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge
