Juli, 2023
Veranstaltungsdetails
2023 წლის 11-12 ივლისს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი ორ დღიანი ტრენინგი თემაზე: "ბიზნესის განვითარების გეგმა და ფინანსური აღრიცხვა". დღე 1: ვორქშოპის პირველ ნაწილში მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს გეგმის შედგენის ძირითად პრინციპები; გაიაზრეს და,
Veranstaltungsdetails
2023 წლის 11-12 ივლისს ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი ორ დღიანი ტრენინგი თემაზე: “ბიზნესის განვითარების გეგმა და ფინანსური აღრიცხვა”.
დღე 1:
ვორქშოპის პირველ ნაწილში მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს გეგმის შედგენის ძირითად პრინციპები; გაიაზრეს და, პროფესიონალების დახმარებით, სტრუქტურა მისცეს ბიზნეს იდეებს; ნათლად დაინახეს ძლიერი და სუსტი მხარეები, შანსები და რისკები; შეძლეს, შეემუშავებინათ სტრატეგია, დაესახათ კონკრეტული მიზნები ბიზნეს საქმიანობის განვითარებისათვის და შეედგინათ მასზე მორგებული ბიზნეს გეგმა; ლაკონური და მომხმარებელზე ორიენტირებული პრეზენტაციით, ბიზნეს იდეა მომხიბვლელად და დამაჯერებლად წარმოადგინეს.
განხილული თემები:
- კომპანიის ხედვა: რა მიმართულებით უნდა განვითარდეს კომპანია შემდგომ 5-10 წელიწადში? რას უნდა მიაღწიოს კომპანიამ მომავალში?
- გაყიდვის უნიკალური შეთავაზება (USP): როგორ უნდა დავარწმუნოთ პოტენციური მომხმარებლები ჩვენი პროდუქტის მაღალ ღირებულებასა და უპირატესობაში? რა განგვასხვავებს კონკურენტისგან?
- ბაზრის ანალიზი: ერთმნიშვნელოვანი სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და მათთან კავშირის დამყარება ინდივიდუალურად მორგებული არხებით და ინსტრუმენტებით; სწორი საკომუნიკაციო ენის და ფორმების შერჩევა
- SWOT ანალიზი: ძლიერ მხარეებზე კონცენტრირება და სუსტი მხარეების შემცირება, შანსების გამოყენება და რისკების ამოცნობა
- კონკურენტების ანალიზი
- ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა და მათი დროში გაწერა (Gantt Chart)
- პროდუქტის ხარისხი: მომხმარებლის მოთხოვნების და მოლოდინების ანალიზი. როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენი პროდუქტების და მომსახურების ხარისხს?
- რისკების მართვის სოლიდური გეგმა, მათი შეფასება და რისკების შესამცირებლად გათვლილი ღონისძიებები
დღე 2:
ფინანსური დაგეგმარების ვორკშოპზე მონაწილეებს წარმოდგენა შეექმნათ ფინანსური მენეჯმენტის ძირითად პრინციპებზე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში, რაც დაეხმარა მათი საქმიანობის ფინანსური მდგომარეობის გააზრებაში.
განხილული თემები:
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, მოგება-ზარალის უწყისის დახმარებით,
- საერთო და წმინდა მოგების გამოთვლა
- დებიტორ -კრედიტორების სიების წარმოება, მათი საშუალებით მომხმარებლებისა და მომწოდებლების პოზიციების განსაზღვრა და კონტროლი
- ცვეთის ხარჯების გამოთვლა
- რეზერვების არსის განსაზღვრა
მომხსენებლები: მეგი მაისურაძე – ტრენერი, ქოუჩი, BPN საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი; ნინო მამადაშვილი – ტრენერი, ქოუჩი, „BPN Georgia“-ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი.
ფორმა: თეორიული ნაწილი, ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითების განხილვა, ინდივიდუალური დავალებები, პრაქტიკული მუშაობა ბიზნეს და ფინანსურ გეგმებზე, ინდივიდუალური კონსულტაცია, ბიზნეს და ფინანსური გეგმების შაბლონებთან ერთად წვდომა ბიზნეს გეგმის შევსებულ ნიმუშზე, რომელიც დაეხმარა მონაწილეებს ბიზნეს გეგმის დამუშავებაში, ქართველი და შვეიცარიელი ექსპერტების, როგორც კომპეტენტური პირების, მხარდაჭერა ბიზნეს გეგმის დამუშავების სრულ პროცესში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
Datum
11 Juli, 3 h - 12 Juli, 6 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin