Juni, 2025

26Jun.(Jun. 26)19:0027(Jun. 27)22:00DWV Seminar: დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი

Veranstaltungsdetails

2025 წლის 26-27 ივნისს გიწვევთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივ 2 დღიან სემინარზე: 

დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი

რას ისწავლით სემინარზე?

სემინარზე თქვენ შეძლებთ, საკუთარი მუშაობის მეთოდის გაანალიზებას, მის ოპტიმიზაციას, პრიორიტეტების განსაზღვრას, დროის ქურდებთან გამკლავებას და დროის დაგეგმვას კლასიკური დროის წიგნაკის თუ თანამედროვე აპლიკაციების საშუალებით, რაც მიგაჩვევთ დაგეგმვის პროცესს და გაგიჩენთ პრაქტიკულ იდეებს დავალებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესასრულებლად და ხელისშემშლელ ფაქტორებთან გასამკლავებლად.


ვისთვის არის სემინარი?

  • ვისაც სურთ საკუთარი დროის უკეთ მართვა

რა თემები განიხილება სემინარზე?

 

  • საკუთარი სამუშაო სტილის და სტრესთან თუ გადატვირთულ გრაფიკთან გამკლავების ანალიზი
  • კრიტიკული თვითრეფლექსია ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებსა და დროსთან არსებულ დამოკიდებულებასთან მიმართებაში
  • ,,სამსახურის და ცხოვრების ბალანსის“ პოვნა (ლოთარ ზაივერთის Work-Life-Balance მოდელი)
  • მოჩქარის დაავადება: გამომწვევი მიზეზები და შედეგები
  • პერსონალური დროის ქურდების ამოცნობა და დამარცხება
  • დროის მენეჯმენტი, მისი ოპტიმიზაცია კლასიკური დროის დაგეგმვის წიგნაკის ან Microsoft Outlook კალენდარის საშუალებით
  • რეალისტური, ნათელი მიზნების დასახვა და მათი განხორციელება (SMART-მეთოდი)
  • დავალებების სწორად დალაგება. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა (აიზენჰაუერის პრინციპი)
  • დავალებების უფრო ეფექტურად შესრულება ნაკლები სტრესის ფონზე. ნაკლები ქმედება, მეტი შედეგი/პროდუქტიულობა (80/20 – ის წესი, პარეტოს პრინციპი)
  • დავალებების დაგეგმვა და დროის სწორად გადანაწილება (რაციონალური მუშაობა დეკარტის მიხედვით)
  • დღის დაგეგმვა და მისი ოპტიმიზაცია ინდივიდუალური შრომისუნარიანობის მრუდის და ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმის საფუძველზე
  • ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავება (ხერხის ეფექტი)


რა ფორმით ჩატარდება სემინარი?

სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, თეორიულ ნაწილსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.

ტრენერი:  დანიელ მათერი – ბიზნეს ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.

სემინარი ჩატარდება გერმანულ ენაზე ქართული თანმიმდევრული თარგმანით. სემინარის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

თარიღი: 26-27 ივნისი 2025, 19:00- 22:00 სთ.
ხანგრძლივობა: 6 საათი
სემინარის საფასური: 150 ლარი.
ერთი კომპანიიდან 3 და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 20%–იანი ფასდაკლება.

მისამართიBPN Georgia, აფაქიძის ქ. N5, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, სართ. 4, 0171 თბილისი.

სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2025 წლის 24ივნისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge

Datum

26 Juni, 7 h - 27 Juni, 10 h

X