fbpx

Dezember, 2024

10Dez.11:0017:00DWV-Seminar: პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში

Veranstaltungsdetails

2024 წლის 10 დეკემბერს გიწვევთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Grant Thornton Academy-ს ერთობლივ  სემინარზე: 

პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში

რას ისწავლით სემინარზე? 
სემინარზე თქვენ გაეცნობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს შრომით ურთიერთობებში, ძირითადი რეგულაციებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს, რომლებიც გამკაცრდა 2024 წლის 1 მარტიდან.

ვისთვის არის სემინარი?

  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის
  • HR -კადრებზე პასუხისმგებელი პირებისთვის
  • იურისტებისთვის
  • ყველასთვის, ვისაც პერსონალურ მონაცემთა დაცვა სურს
  • ყველასთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

რა თემები განიხილება სემინარზე?
1. მონაცემთა დამუშავებაში ჩართული მხარეები: უფლებები და მოვალეობები

  • ძირითადი დაინტერესებული მხარეების მიმოხილვა: დამსაქმებლები და დასაქმებულები
  • დამსაქმებლის ვალდებულებები თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მართვაში.
  • თანამშრომლების უფლებები მონაცემთა დამუშავების კონტექსტში (თანხმობა, წვდომა და შესწორება და ა.შ.).
  • შესაბამისობის მოთხოვნები ორივე მხარისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესში

2. მონაცემთა ტიპები და მათი დამუშავების სპეციფიკა

  • პერსონალური მონაცემების, სპეციალური კატეგორიის მონაცემებისა და ბიომეტრიული მონაცემების დიფერენცირება.
  • თითოეული ტიპის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი ასპექტები.
  • სამუშაო ადგილზე მონაცემთა კატეგორიების პრაქტიკული მაგალითები.

3. მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები

  • პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა (თანხმობა, სახელშეკრულებო ვალდებულება, კანონიერი ინტერესი და ა.შ.).
  • მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპების გამოყენება (გამჭვირვალობა, მონაცემთა მინიმიზაცია, მიზნების შეზღუდვა და ა.შ.)
  • მონაცემთა განადგურების წაშლის შესაბამისი ვადების დადგენა და უსაფრთხო განადგურების უზრუნველყოფა.

4. მონიტორინგი სამუშაო ადგილზე

  • ვიდეო და აუდიო მონიტორინგის სამართლებრივი ვალდებულებები და შესაბამისობის ზომები.
  • სამუშაო ადგილის მონიტორინგის გამჭვირვალობის საუკეთესო პრაქტიკა (მაგ., თანამშრომლების შეტყობინება).
  • მონიტორინგის დამატებითი ფორმები, როგორიცაა ელექტრონული ფოსტისა და კორესპონდენციის შემოწმება და კანონიერი ლიმიტები.

5. მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) როლი და პასუხისმგებლობა

  • DPO-ს როლის მიმოხილვა თანამშრომელთა მონაცემების დაცვაში.
  • როგორ უჭერენ მხარს DPO-ები მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობას.

6. პასუხისმგებლობა და სანქციები კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის

  • მონაცემთა შეუსაბამო დამუშავების სამართლებრივი შედეგები.
  • მონაცემთა დაცვის დარღვევისთვის ჯარიმების ზოგადი მიმოხილვა.
  • სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების დარღვევის ქეისების ანალიზი.
  • დახურვა და კითხვა-პასუხი


რა ფორმით ჩატარდება სემინარი?

სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, თეორიულ ნაწილსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.

ტრენერი: ნინო ყველაიძე, გრანთ თორნთონ საქართველოს იურისტი და  გრანთ თორნთონ აკადემიის ტრენერი. იგი მუშაობს თემებზე: მონაცემთა დაცვის კანონი, სახელშეკრულებო სამართალი და კორპორატიული სამართალი. გარდა ამისა, ქ-ნი ნინო არის რამდენიმე სტატიის ავტორი მონაცემთა დაცვის თემაზე და იკვლევს ხელოვნურ ინტელექტს მონაცემთა დაცვის კანონის კონტექსტში.

სემინარი ჩატარდება  ქართულ ენაზე. სემინარის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.

თარიღი: 10 დეკემბერი, 2024, 11:00-17:00სთ.
ხანგრძლივობა: 6 საათი
სემინარის საფასური: DWV-ს წევრებისთვის – 300GEL;  არაწევრებისთვის – 350GEL
მისამართი:
 Radisson Blu Iveria Hotel, რესპუბლიკის მოედანი 1,თბილისი

სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2024წლის 8 დეკემბრამდე  შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge

Datum

10 Dezember, 11 h - 10 Dezember, 5 h

Ort

Radisson Blu Iveria Tbilisi

First Republic Square 1

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X