fbpx

Oktober, 2024

24Okt.10:0013:30DWV Seminar: 2024 წელს საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები

Veranstaltungsdetails

2024 წლის 24 ოქტომბერს გიწვევთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და გრანთ თორნთონ აკადემიის ერთობლივ  სემინარზე: 

  2024 წელს საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები

რას ისწავლით სემინარზე? 
სემინარზე თქვენ გაეცნობით, 2024 წელს საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს, საგადასახადო კოდექსში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებსა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ინსტრუქციებში შეტანილ ყველა ცვლილებას. ამასთან, თქვენ შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ორგანიზაციის საჭიროებებისა და სპეციფიკის მიხედვით.

ვისთვის არის სემინარი?

  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის
  • გუნდის ლიდერებისთვის, დირექტორებისთვის, დამფუძნებლებისთვის
  • ბუღალტრებისთვის, საგადასახადო მრჩეველებისთვის, აუდიტორებისთვის
  • ფინანსურ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის

რა თემები განიხილება სემინარზე?
სემინარის ფარგლებში დეტალურად იქნება განხილული ისეთი ცვლილებები ან/და მიღებული ახალი საჯარო გადაწყვეტიულებები და მეთოდური მითითებები როგორიცაა:

  • ბარტერული ოპერაციის ავანსად დაკვალიფიცირების საკითხი, შესაბამისად დღგ-თი დასაბეგრი დროის სწორად განსაზღვა (შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული საჯარო გადაწივეტილება)
  • ფიზიკური პირების მიმართ 2021 წლამდე აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერით სარგებლობის შესაძლებლობები
  • მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების განსაზღვრა
  • დეკლარიციების შევსების წესში განხორციელებული ცვლილებები
  • მეთოდური მითითება საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი
  • სიტუაციური სახელმძღვანელო საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ფართის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით

რა ფორმით ჩატარდება სემინარი?

სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს თეორიულ ნაწილსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.

ტრენერები:

ქეთევან ღამბაშიძე – გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო მიმართულების დირექტორი, MBA, PhD(c) სერტიფიცირებული აუდიტორი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორი. 17+ წლიანი გამოცდილებით საგადასახადო დაბეგვრაში, ბუღალტერიაში, საგადასახადო დავებში, აუდიტში, მენეჯმენტ კონსალტინგში, ფინანსურ მენეჯმენტში და კონტროლში.

ნათია ჩაგანავა – გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო მენეჯერი და საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი. ნათიას აქვს 13 წელზე მეტი გამოცდილება საგადასახადო აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში. 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო აუდიტორად.

სემინარი ჩატარდება  ქართულ ენაზე. სემინარის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში.
გათვალისწინებულია ყავის შესვენება.

თარიღი: 24 ოქტომბერი, 2024, 10:00-13:30სთ.
ხანგრძლივობა: 3,5 საათი
სემინარის საფასური: DWV-ს წევრებისთვის-170GEL, არაწევრებისთვის-220GEL
მისამართი: სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers, ჭავჭავაძის გამზ. 37M, თბილისი 0179

სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2024წლის 22 ოქტომბრამდე   შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge

Datum

24 Oktober, 10 h - 24 Oktober, 1 h

Ort

Pullman Tbilisi Axis Towers

37მ ჭავჭავაძის გამზირი,

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X