დეკემბერი, 2020
15დეკ.17:0018:30Eastern Partnership Business Days 2020
ღონისძიების დეტალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს დღეების მეორე დღეს, რომელიც ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის მიერ NRW.Global Business-თან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის კომისიასთან თანამშრომლობით, აქცენტი საქართველოზე
ღონისძიების დეტალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს დღეების მეორე დღეს, რომელიც ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის მიერ NRW.Global Business-თან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის კომისიასთან თანამშრომლობით, აქცენტი საქართველოზე გაკეთდა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ადრეას რეშმაიერი – Veridos-ის აღმასრულებელი დირექტორი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სპიკერი გერმანიის ბიზნესის აღმოსავლეთ კომიტეტში. პანელი გახსნეს საქართველოს ელჩმა ბერლინში – პროფ. ლევან იზორიამ და გერმანიის ელჩმა თბილისში – ჰუბერტ კნირშმა და აღნიშნეს, რომ კოვიდ-პანდემიის დროს საქართველომ გონივრული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის მეშვეობით ითამაშა და თამაშობს ძალიან კონსტრუქციულ და სტაბილიზაციურ როლს მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფაში.
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა საქართველოში – კატალინ გერმანმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ჩართულობა საქართველოსთვის საქმიანობაში. საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობა, ასევე პროდუქტის სერტიფიცირების სფეროში ნოუ-ჰაუს და საექსპორტო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო პარტნიორების ქსელის გაფართოების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა, მხარი დაუჭირა ამ მიდგომას.
მეორე ნაწილში, შუხმანის ჯგუფმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიიდან და პროკრედიტ ბანკმა წარმოადგინეს თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში და მიმოიხილეს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსების სექტორები. Silkwater Group-სა და კომპანია Basalt Fiber-თან ერთად ორმა ინოვაციურმა ქართულმა კომპანიამ, კონკურენტული გადაწყვეტილებები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს, კორნელი კორჩილავამ, HHLA Projekts Logistics-ის ხელმძღვანელმა თბილისში, ხაზი გაუსვა ქვეყნის ფუნქციას ლოგისტიკის სექტორში ევროპასა და აზიას შორის.
თარიღი
15 დეკემბერი, 5 h - 15 დეკემბერი, 6 h