სექტემბერი, 2025
23სექტ.(სექტ. 23)19:0026(სექტ. 26)22:00სემინარი: HR- თანამშრომელთა მართვა და მოტივირება

ღონისძიების დეტალები
2025 წლის 23-26 სექტემბერს გაიმართა გერმანული ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი სემინარი თემაზე: „HR-თანამშრომლების მართვა და მოტივირება“. სემინარი იყო ინტერაქტიული და
ღონისძიების დეტალები
2025 წლის 23-26 სექტემბერს გაიმართა გერმანული ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და BPN Georgia-ს ერთობლივი სემინარი თემაზე: „HR-თანამშრომლების მართვა და მოტივირება“.
სემინარი იყო ინტერაქტიული და მოიცავდა როგორც თანამედროვე კვლევების განხილვებს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და კითხვა–პასუხის სესიებს. გამოცდილმა შვეიცარიელმა ტრენერმა დანიელ მატერმა მონაწილეებს გაუზიარა თავისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
სემინარის მთავარი თემა იყო პერსონალის მართვაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების ტექნიკები. სემინარზე განვიხილეთ ადამიანური კაპიტალის დაგეგმვაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე მონაწილეები გაეცნენ კვალიფიციური კადრების შექმნისა და მათი გრძელვადიანი შენარჩუნების სტრატეგიებს და
გამოცდილებები გაცვალეს წარმატებული ლიდერობის მეთოდებზე.
მადლობას ვუხდით ტრენერსა და ყველა მონაწილეს, სემინარში აქტიური
ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.
თარიღი
23 სექტემბერი, 7 h - 26 სექტემბერი, 10 h
საკონტაქტო პირი

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge
