fbpx
Startseite » news_ge » Fit for Partnership 2021

Fit for Partnership 2021

by Salome Mumladze

სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

აღნიშნული უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ შეხვედრები.

პროგრამის ძირითადი მიზნები:

–გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
–საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
–თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ცოდნის შეძენა;

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.

გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალური ფორმატზე და შედგება 3 ნაწილისგან:

  1. ვირტუალური პროგრამის ფაზა – მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემნინარებს;
  2. Follow-up Phase – ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში;
  3. პროგრამის დასრულება გერმანიაში – ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 1 კვირით გერმანიაში, სადაც ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთანავე, საშუალება ექნებათ გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გარდა ტრანსპორტირების ხარჯებისა) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

შერჩევის პროცესი:

–დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
–მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
–გადარჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა და გასაუბრება;
–საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ შერჩევის შესახებ.

გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები გააგზავნოთ არა უგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გაგზავნილ უნდა იქნას ელ.ფოსტაზე: apply_mtp@enterprise.gov.ge (თემა: Fit for Partnership – სახელი და გვარი).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: 

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X