fbpx
Startseite » FRUIT LOGISTICA
by David Hufschmidt

FRUIT LOGISTICA

2019 წლის სექტემბრიდან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება FRUIT LOGISTICA-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

FRUIT_Logistica Die Deutsche Wirtschaftsvereinigung ist die offizielle Repräsentantin der FRUIT LOGISTICA in Georgien.

FRUIT LOGISTICA წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა ხილისა და ბოსტნეულის სფეროში, სადაც აღნიშნული სექტორის მთელი სპექტრი და მონათესავე დარგებია წარმოდგენილი. ის 1993 წლიდან ეწყობა მესე ბერლინის მიერ და ყოველ წელს 3.000-ზე მეტ ექსპონენტსა და 76.000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, რომელთაც FRUIT LOGISTICA-ს ფარგლებში კონტაქტების დამყარების უპრეცედენტო შესაძლებლობები იზიდავთ. როგორც Fresh Produce-ს ინდუსტრიის, როგორიცაა, ხილი და ბოსტნეული, ყველაზე დიდი გამოფენა, FRUIT LOGISTICA მესე ბერლინის საგამოფენო ტერიტორიაზე პუბლიკას სთავაზობს მისი ყველა საქმიანობის დარგისა და ბაზრის მონაწილეების გაცნობას. გარდა ამისა, ადგილზე განიხილება ყველა ინოვაცია, პროდუქტი და მომსახურება ვაჭრობის ნებისმიერ სფეროში. გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები მწვანე ასორტიმენტის პროდუქციის მთელი ჯაჭვიდან – გლობალური მოთამაშეებიდან მცირე და საშუალო კომპანიებამდე. 

წლების განმავლობაში FRUIT LOGISTICA ჩამოყალიბდა იმპორტიორებისა და ექსპორტიორების, მწარმოებლების – რომელთაც ტექნოლოგიებსა და ცოდნის გადაცემაში ინვესტირება სურთ – საბითუმო და საცალო მოვაჭრეების, შეფუთვის სპეციალისტების, ასევე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების შეხვედრების პლატფორმად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოფენილ პროდუქციაში შედის ახალი, გადაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული, ჩირი, თხილეული, მწვანილი და სანელებლები, ბიო პროდუქტი, ასევე, ყვავილები და ქოთნის მცენარეები. თავიანთ პროდუქტსა და მომსახურებებს, ასევე, წარმოადგენენ შეფუთვის, ტრანსპორტის, საწყობისა და პროდუქტის საპრეზენტაციო კომპანიები.

DWV-ს, როგორც საქართველოში FRUIT LOGISTICA-ს წარმომადგენლის, წყალობით, ამ მხრივ, ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. საქართველოში FRUIT LOGISTICA-სთან დაკავშირებით დიდია დაინტერესება, რასაც DWV-სთან მრავალი დაინტერესებულის მოთხოვნა ადასტურებს.  

DWV საშუალებას აძლევს კომპანიებს უშუალოდ მიიღონ კონსულტაცია და მხარდაჭერა. შესაბამისად, გეძლევათ შანსი, მონაწილეობა მიიღოთ გამოფენებში მსოფლიოს მასშტაბით თქვენი პროდუქტისა და მომსახურებების წარმოსაჩენად, ასევე, შესყიდვებისა და კოოპერაციისთვის.     

გთხოვთ მოგვმართოთ. ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად!

კონტაქტი


სალომე მუმლაძე
პროექტის მენეჯერი

სერვისები
გამოფენების კოორდინატორი
დელეგაციები

+995 595 09 29 51
მოგვწერეთ

Fruit_LOGISTICA_Logo Die Deutsche Wirtschaftsvereinigung ist die offizielle Repräsentantin der FRUIT LOGISTICA in Georgien.
AUMA_Kurz_4c_tinified

მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ გერმანულ გამოფენებს იპოვით ამ ბმულზე

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X