fbpx
Startseite » news_ge » DWV-მ პარლამენტს წარუდგინა მოსაზრება ,,ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ’’ კანონპროექტთან დაკავშირებით

DWV-მ პარლამენტს წარუდგინა მოსაზრება ,,ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ’’ კანონპროექტთან დაკავშირებით

by Salome Mumladze

2021 წლის 15 ივნისს  ა(ა)იპ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებამ  (Deutsche Wirtschaftsvereinigung) საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს წარუდგინა მის წევრებთან (აჭარა ჯგუფი და სხვა)  ერთად მომზადებული მოსაზრება,  საქართველოს პარლამენტის წევრების,  ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანის, გოდერძი ჩანქსელიანიის მიერ ინიცირებულ ,,ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ‘’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება მიესალმება და სრულად იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითად არსს და მიზანს, რაც თავის მხრივ საფუძველს უყრის განისაზღვროს ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა და დადგინდეს ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ აღდგენილი და სათანადო წესების დაცვით მოვლილი ქარსაფარი ზოლები მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაზრდასა და განვითარებაში.

მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც კანონპროექტით არის გათვალისწინებული:

  • კანონპროექტი არეგულირებს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
  • ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს, რომელზეც გაშენებულია ან უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. მიწის ნაკვეთს ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროs (შემდგოში ,,სამინისტრო’’) მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის ან სპეციალური მოკვლევის საფუძველზე.  ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად ითვლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მისი საზღვრების რეგისტრაციის მომენტიდან.
  • პირველ ეტაპზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციას. რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას იმ ტერიტორიების გამოვლენისთვის სადაც ქარსაფარი ზოლი სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული.
  • ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზანშეწონილობის განსასაზღვრად ამისთვის უფლებამოსილი სააგენტო ახორციელებს სპეციალურ მოკვლევას. სპეციალური მოკვლევის დაწყების საფუძველია:
  1. სააგენტოს საკუთარი ინიციატივა;
  2. სამინისტროს შუამდგომლობა
  3. მუნიციპალიტეტის შუამდგომლობა
  4. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე ან სხვა დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადება.
  • სპეციალური მოკვლევის საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ან მის ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.
  • ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულია ადგილობრივი ქარის სიძლიერე.
  • მესაკუთრეს შეუძლია გამოიყენოს ქარსაფარი ზოლი არაფუნქციურად, რაც გულისხმობს ასეთი სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ქარსაფარი ზოლში არსებული ამორტიზებული მერქნული რესურსებით, აგრეთვე, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით (სოკო, სამკურნალო და საკვები ბალახეულობა, ტექნიკური ნედლეული, თუთის ფოთოლი, ბუჩქოვანი მცენარეების პროდუქტები და სხვ.) და ხის მეორეხარისხოვანი მასალით (თესლი, ნაყოფი, კალამი, ძირკვი, ფიჩხი, ნეკერი და სხვ.) სარგებლობას.
  • კერძო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლა ევალება მიწის მესაკუთრეს.

ვადები:
კანონპროექტით განსაზღვრულია შემდეგი ვადები:

  • 2022 წლის 1-ელ მარტამდე სამინისტროს მიერ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის გეგმის მომზადება.
  • 2025 წლის 1-ელ მარტამდე არსებული გეგმის მიხედვით ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია. აღნიშნულ ვადაში ეძლევათ კერძო მესაკუთრეებს შესაძლებლობა გააკეთონ განცხადება შესაბამისი სააგენტოს სახელზე ქარსაფარი ზოლის მოკვლევის და აღდგენა/განაშენიანების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოსაზრება (ქართულ ენაზე), შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
კანონპროექტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X