fbpx
Startseite » მესე ფრანკფურტი
by David Hufschmidt

მესე ფრანკფურტი

DWV არის მესე ფრანკფურტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში

Messe_Frankfurt_Entrance_2 Die DWV ist offizielle Repräsentantin der Messe Frankfurt in Georgien und Armenien.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება 2012 წლის დეკემბრიდან მესე ფრანკფურტის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და სომხეთში.

მესე ფრანკფურტი გლობალურად მოქმედი კომპანიაა. მთავარი ბაზა და მენეჯმენტის ცენტრი ქალაქ ფრანკფურტში მდებარეობს. მის ჯგუფს ეკუთვნის 30 შვილობილი კომპანია, 60 საერთაშორისო პარტნიორი, წარმომადგენლობა 188 ქვეყანაში და 2.600-ზე მეტი თანამშრომელი მთელს მსოფლიოში.

2019 წელს მესე ფრანკფურტმა მსოფლიოს მასშტაბით 420-ზე მეტი გამოფენა, კონგრესი და ღონისძიება ჩაატარა, 99.000 გამომფენითა და 5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორით თავის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეკონომიკური წარმატება გააფართოვა. მისი ბრუნვა 737 მილიონ ევროს აჭარბებს.

ისინი დაახლოებით 800 წელია სულისკვეთებითა და გამოცდილებით არიან ჩართულნი საგამოფენო ბიზნესში, ფრანკფურტში და მთელს მსოფლიოში. ავტომობილებიდან ლოგისტიკამდე, ქსოვილებიდან მუსიკამდე, ენერგოეფექტურობიდან უსაფრთხოებამდე, ლამაზი ცხოვრებისათვის განკუთვნილი საგნებიდან სილამაზის ინდუსტრიამდე – მესე ფრანკფურტის პროგრამა გამოფენების, კონგრესისა და ღონისძიებებისათვის ყოვლისმომცველია და მათი ხარისხი უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა.

ხაზი ესმება უწყვეტ ოპტიმიზაციას მუდმივი ინვესტიციებით ღონისძიებებში, პროდუქტებში და, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებში.

ქართველი ვიზიტორები და გამომფენები ფრანკფურტის გამოფენას წარმატებით იყენებენ ნეთვორქინგის, განვითარებისა და საერთაშორისო პრეზენტაციების პლატფორმად.

DWV–ს საქართველოში, სომხეთსა და ფრანკფურტში მოქმედი წარმომადგენლობის საშუალებით რეგიონში არსებული კომპანიები მარტივად იღებენ საჭირო მხარდაჭერას. მესე ფრანკფურტში მონაწილეობა საშუალებას გაძლევთ, წარადგინოთ თქვენი პროდუქტი და მომსახურება მსოფლიო ბაზარზე და მოიძიოთ ბიზნეს-პარტნიორები.

მესე ფრანკფურტის მომსახურების ფართო სპექტრის საშუალებით, ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ მხარდაჭერას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად!

კონტაქტი

Vato_Kasradze2

ვატო კასრაძე
პროექტის მენეჯერი

სერვისები,
დელეგაციები,
მესეების კოორდინატორი,
სენიორ ექსპერტთა სერვისის წარმომადგენელი

+995 593 11 00 42

 მოგვწერეთ

Messe_Frankfurt_Logo Die DWV ist offizielle Repräsentantin der Messe Frankfurt in Georgien und Armenien.

წარმატება გამოფენის მეშვეობით

გერმანული გამოფენები მსოფლიო მასშტაბით იხილეთ აქ.

 

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X