fbpx
Startseite » news_ge » მსოფლიო ბანკმა შუა დერეფნის პოტენციალი შეაფასა

მსოფლიო ბანკმა შუა დერეფნის პოტენციალი შეაფასა

by Salome Mumladze

მსოფლიო ბანკმა, თბილისში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე შუა დერეფნის პოტენციალის კვლევა წარადგინა.
კვლევა გვთავაზობს ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური სერვისების სიმძლავრის და დაბრკოლებების დეტალურ დიაგნოსტიკას დერეფნის გასწვრივ მდებარე 3 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, იუწყება მსოფლიო ბანკი.
როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, ვაჭრობის ზრდა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს შიდა რეგიონული ვაჭრობის მატებას 37%-ით და აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან ზრდას 2030 წლისთვის (2021 წელთან შედარებით).
კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის შესაძლებელია შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე.
შუა დერეფანს მსხვილი ინვესტიციები დასჭირდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში, რაც დიდწილად იქნა გამოვლენილი და შეთანხმებული ქვეყნების მიერ (2022 წლის ნოემბერში ხელმოწერილი გზამკვლევი), მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტიანობის გაუმჯობესების მიღწევა სხვა ზომებთან ერთად შესაძლებელია უკეთესი კოორდინაციის, ლოგისტიკისა და დიგიტალიზაციის გზით, აცხადებს მსოფლიო ბანკი.
კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დერეფნის კოორდინაციისა და მართვის არარსებობაა, რაც შესაძლოა მოაგვაროს ერთიანი ოპერატორის შექმნის შესახებ ბოლოდროინდელმა შეთანხმებამ სათანადოდ განხორციელების შემთხვევაში.
საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ შეიქმნა ერთობლივი საწარმო Middle Corridor Multimodal.
სხვა პრობლემები უკავშირდება როგორც კასპიის, ისე შავი ზღვის პორტების და ასევე კასპიის ზღვაზე საზღვაო გადაზიდვის სერვისების დაბალ ოპერაციულ ეფექტიანობას; რკინიგზის ინფრასტრუქტურას, შეფერხებებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და სხვა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო სარკე

შუა დერეფნის თემის ირგვლივ, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება თავისი წევრებისთვის 6 მარტს ბიზნეს ფორუმს მართავს. დამატებით დეტალებს ღონისძიების შესახებ გაეცნობით ამ ბმულზე.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X