fbpx
Startseite » news_ge » საკანონმდებლო სიახლე: განახლდა უცხოელებისთვის მიწის შეძენის წესი (საინვესტიციო გეგმის საფუძველზე)

საკანონმდებლო სიახლე: განახლდა უცხოელებისთვის მიწის შეძენის წესი (საინვესტიციო გეგმის საფუძველზე)

by Salome Mumladze

2021 წლის 18 მაისიდან უცხოელებს შეუძლიათ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  საინვესტიციო გეგმის წარდგენის საფუძველზე

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად  უცხოელს შეუძლია საკუთრებაში ფლობდეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს თუ:

  • მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო;
  • უცხოელი (მათ შორის იურიდიული პირი) არის ფინანსური ინსტიტუტის დომინანტი პარტნიორი  და აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი საკუთრების უფლებით ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის მიერ შეძენის შემთხვევაში);
  • საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;

მართალია აღნიშნული კანონი 2019 წლის 25 ივნისს მიიღო პარლამენტმა, თუმცა დღემდე მოსაწესრიგებელი რჩებოდა უცხოელის მიერ ინვესტიციის საფუძველზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის წესი. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, 2021 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დაგდენილება N:222 „საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.

მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც დადგენილებაშია გათვალისწინებული:

  • დადგენილების მიზანია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევისთვის საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დადგენა, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეძლება საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
  • დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი საინვესტიციო გეგმის წარდგენის, განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცედურები. წარდგენილი საინვესტიციო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
  1. საინვესტიციო გეგმის მიზანს და მის აღწერას;
  2. საინვესტიციო გეგმის განხორციელების დეტალურ გეგმა-გრაფიკს და მის აღწერას;
  3. ინვესტიციის წყაროს და მოცულობას;
  4. დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ;
  5. ინფრასტრუქტურის მოწყობას ან/და არსებულის აღწერას;
  6. პროდუქციის/წარმოების/მომსახურების დაგეგმილ მოცულობას;
  7. ტექნოლოგიურ ან/და საწარმოო პროცესს და მის აღწერას;
  8. ინოვაციური საქმიანობის აღწერას (თუ საინვესტიციო გეგმა ითვალისწინებს ამგვარს);
  9. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მის აღწერას (თუ საინვესტიციო გეგმა ითვალისწინებს ამგვარს);
  10. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
  • ინვესტორისთვის დაწესებულია ე.წ საინვესტიციო გეგმის განხორციელებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც შეადგენს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 000 და არაუმეტეს 30 000 ლარს, დამატებითი საფასურის გადახდა არის ასევე გათვალისწინებული საინვესტიციო გეგმაში ცვლილების განხილვისთვის.
  • საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო გეგმის მოწონების შემთხვევაში ინვესტორი ასევე ვალდებულია წარადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო ვალდებულების 2% -ის ოდენობით, თუმცა აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა იყოს გაცემული მხოლოდ ქართული და არა უცხო ქვეყნის ფინანსური/სადაზღვევო კომპანიის მიერ.
  • მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ საინვესტიციო გეგმის შესრულებისთვის ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯი უნდა შეადგენდეს მიწის ნაკვეთის ღირებულების არანაკლებ ოთხმაგ ოდენობას.
  • საინვესტიციო გეგმის მოწონების ან უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. მოწონების შემთხვევაში უცხოელს შესაძლებლობა ეძლევა მთავრობასთან დადოს შესაბამისი ხელშეკრულება და მიწა დაარეგისტრიროს საინვესტიციო გეგმის პირობების შესრულების ვალდებულებით.
  • საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება  იმ პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 2%-ის ოდენობით და ვალდებულების შესრულებისათვის ერთჯერადად მიეცემა ვადა არაუმეტეს 1 წლის ვადით. ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მინისტრს გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
  • საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, პირი, ყოველწლიურად წარადგენს გასული საანგარიშო წლის ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე შუალედურ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X