BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//eventon.com NONSGML v1.0//EN
BEGIN:VEVENT
UID:69f174fe4cb39
DTSTAMP:20260429T070326
DTSTART:20240306T100000Z
DTEND:20240306T120000Z
LOCATION:შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი თელავის ქ. 20
SUMMARY:DWV-ბიზნეს ფორუმი: შუა დერეფანი
DESCRIPTION: 2024 წლის 6 მარტს სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი ბიზნეს ფორუმი თემაზე „შუა დერეფანი“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ერნსტ პეტერ ფიშერი\,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი გურამ გურამიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქ-ნი ალექსანდრა სულაძე. ღონისძიება გახსნა და წარმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ\,  დოქ. საშა ტერნესმა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა\,  ბ-მა ერნსტ პეტერ ფიშერმა\,  საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბ-მა გურამ გურამიშვილმა და ქ-მა ალექსანდრა სულაძემ კი გააკეთეს მოხსენება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში. მოხსენების შემდეგ მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმის დასასრულს კი სტუმრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არაფორმალურ გარემოშიც შეძლეს.
END:VEVENT
END:VCALENDAR