April, 2026
23Apr.10:0016:00სემინარი: როგორ ვაწარმოოთ წარმატებული ბიზნეს-მოლაპარაკება

Veranstaltungsdetails
2026 წლის 23 აპრილს, მარტივ შესყიდვებთან ერთად გიწვევთ ძალიან საინტერესო სემინარზე: როგორ ვაწარმოოთ წარმატებული ბიზნეს-მოლაპარაკება თანამედროვე ბიზნესგარემოში კომპანიის მდგრადი განვითარება და სტაბილური საქმიანი ურთიერთობები
Veranstaltungsdetails
2026 წლის 23 აპრილს, მარტივ შესყიდვებთან ერთად გიწვევთ ძალიან საინტერესო სემინარზე:
როგორ ვაწარმოოთ წარმატებული ბიზნეს-მოლაპარაკება
თანამედროვე ბიზნესგარემოში კომპანიის მდგრადი განვითარება და სტაბილური საქმიანი ურთიერთობები უშუალოდ წარმატებული მოლაპარაკების შედეგია. ხშირად, მოლაპარაკების წარუმატებლობა დაუგეგმავ პროცესს, მოუმზადებელ პოზიციებს ან ემოციურ გადაწყვეტილებებს მოჰყვება.
ჩვენს სემინარზე ისწავლით, როგორ მივაღწიოთ წარმატებას, სადაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. ასევე, დაეუფლებით ეფექტური მოლაპარაკებების ტექნიკებს, შეისწავლით მის სწორად დაგეგმვასა და წარმართვას. პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული ინსტრუმენტები მოგცემთ საშუალებას, მოლაპარაკება აქციოთ მართვად, პროგნოზირებად და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად რთულ სიტუაციებშიც კი, რაც თქვენი კომპანიის წარმატების საწინდარი გახდება.
რა თემები განიხილება სემინარზე?
- კომუნიკაცია და დარწმუნება: როგორ ვუსმენთ, როგორ ვკითხულობთ სხეულის ენას და როგორ ვსვამთ სწორ კითხვებს.
- სტრატეგიები და ტაქტიკები, მოლაპარაკების სხვადასხვა სტილი (win-win და win-lose), მომზდება მოლაპარაკებებისთვის, მოლაპარაკების დაგეგმვა, ყველა შესაძლო ვარიანტების გათვალისწინება მიზნის მისაღწევად.
- მოლაპარაკებების პრაქტიკული სიმულაციები: რეალურ სცენარებზე დაფუძნებული როლური თამაშები, სხვადასხვა ბიზნესროლში ყოფნა და პარტნიორთან მოლაპარაკება, რაც ხელს უწყობს გააზრებას და უნარების განვითარებას.
- კროსკულტურული მოლაპარაკებები: ბიზნესმოლაპარაკებები გლობალიზაციის პირობებში, კომუნიკაცია კულტურულად განსხვავებულ პარტნიორებთან.
რა ფორმით ჩატარდება სემინარი?
სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, წარმატებული ქეისების მაგალითებს, თეორიულ ნაწილსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.
ტრენერი: თამარ ახსიაშვილი – ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის CIPS-ის წევრი, კომპანია „Easy Procurement | მარტივი შესყიდვები“-ს დამფუძნებელი
სემინარი ჩატარდება ქართულ ენაზე. სემინარის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
თარიღი: 23 აპრილი 2026, 10:00-16:00 სთ.
ხანგრძლივობა: 6 საათი
სემინარის საფასური: DWV-ს წევრებისთვის – 150 GEL; არაწევრებისთვის – 200 GEL
მისამართი: Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, პეტრე მელიქიშვილის 10, თბილისი 0179
გათვალისწინებულია ყავისა და ლანჩის შესვენება.
სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2026 წლის 22 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge
Datum
23 April, 10 h - 23 April, 4 h
Ort
Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel
10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia
Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge
Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia
