fbpx
Startseite » სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES)

სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES)

DWV არის „სენიორ ექსპერტთა სერვისი“-ს (SES) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

csm_Portmann_MD_15_02_530450c7ac_tinified Die DWV ist offizielle Repräsentantin des Senior Experten Services (SES) in Georgien.

სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ექსპერტები უსასყიდლოდ ატარებენ ტრენინგს სპეციალისტებსა და მენეჯერებისთვის – ეს არის სისტემა, რომელიც მომგებიანია მისი ყველა წარმომადგენლისათვის.

ექსპერტები თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ მცირე და საშუალო საწარმოებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნეს ასოციაციებსა და მომსახურების სექტორებს, რომელთა შორისაც არიან სოციალური, სამედიცინო ინსტიტუტები და პროფესიული სასწავლებლები. ექსპერტის მოწვევის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 კვირით, ხოლო მაქსიმალური ვადა მასთან ინდივიდუალური შეთანხმების საგანს წარმოადგენს. დაახლოებით 12.500 მრავალწლიანი სტაჟის მქონე კვალიფიციური ექსპერტი, რომელთაც უკვე დაასრულეს თავიანთი სამსახურეობრივი მოღვაწეობა და აგრძელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას SES პროექტის ფარგლებში, მზად არის, მომსახურება გაგიწიოთ 50 სახის საქმიანობის სფეროში. ექსპერტის მოწვევისათვის აუცილებელია, შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა.

2013 წლიდან DWV-ს ჩართულობით 290-ზე მეტმა ინსტიტუტმა დაარეგისტრირა ექსპერტის მოწვევაზე განაცხადი და განხორციელდა 170 პროექტი. 2019 წელს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ძალისხმევით, კვლავაც გაიზარდა საქართველოში მოწვეული ექსპერტების რიცხვი. გასულ წელს 33-მა კომპანიამ ისარგებლა სენიორ ექსპერტთა სერვისით. გერმანელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ადმინისტრაცია და საჯარო მომსახურება, ფინანსები, ჯანდაცვა, პროფესიული სწავლება, უმაღლესი განათლება, ტურიზმი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების სფეროს, სადაც 25 პროექტი განხორციელდა გერმანელი ექსპერტების ჩართულობით.

DWV,  SES-ის პროგრამის ფარგლებში, დუალური პროფესიული სწავლების უფრო ინტენსიურად ხელშეწყობასა და გაძლიერებას გეგმავს. ამ კუთხით, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა GIZ-თან და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრთან (TPDC), რათა მოხდეს საერთო ინტერესების ოპტიმალური დაკავშირება და პროექტების უფრო ეფექტური წარმართვა.

სენიორ ექსპერტთა სერვისი, გერმანიის მთავრობის პროექტი

  • გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)
  • გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF)

სენიორ ექსპერტთა სერვისის მთავარი ამოცანები

  • პროფესიული კადრების და მაღალი მენეჯერული რგოლის თანამშრომლების ტრენინგი, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
  • წარმოებული პროდუქციის, მომსახურების და პროცესების ოპტიმიზაციის გაუმჯობესება
  • ტექნიკური, ეკონომიკური და საორგანიზაციო პრობლემების გადაჭრა
  • წვლილის შეტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში

SES-ექსპერტების უპირატესობები

  • მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება შესაბამის დარგში
  • 50-ზე მეტი დარგის პროფესიონალური ცოდნა
  • დამკვეთთა მოთხოვნებზე ორიენტირებული მხარდაჭერა
  • ადგილობრივ პირობებზე იოლი მორგება
  • ექსპერტის საშუალებით საჭირო კონტაქტების დამყარება უცხოელ პარტნიორებთან, პროექტის დასრულების შემდეგ

სენიორ ექსპერტთა სერვისის ძირითადი ბენეფიციარები

  • უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, აგრეთვე, დიდი კორპორაციები ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან
  • სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები
  • სკოლამდელი აღზრდის და პროფესიული განათლების დაწესებულებები
  • სამინისტროები და სხვა სამთავრობო უწყებები

გსურთ მონაწილეობა მიიღოთ SES პროგრამაში? ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის ოპტიმალური ექსპერტისშერჩევაში და გაგიწევთ კონსულტაციას.

კონტაქტი

მარია ბრეგაძე
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

სენიორ ექსპერტთა სერვისის წარმომადგენელი
დელეგაციები

+995 595 09 29 52
 მოგვწერეთ

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X