ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲘᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ

ღონისძიების დეტალები
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის სექტორებში მოქმედ კომპანიებს იწვევს სამდღიან პროფესიულ სემინარზე — „ინტეგრირებული მართვის სისტემები პრაქტიკაში“. სემინარი მოიცავს სამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სტანდარტს
ღონისძიების დეტალები
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის სექტორებში მოქმედ კომპანიებს იწვევს სამდღიან პროფესიულ სემინარზე — „ინტეგრირებული მართვის სისტემები პრაქტიკაში“.
სემინარი მოიცავს სამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სტანდარტს — ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001 — და მიზნად ისახავს კომპანიების თანამშრომლების პრაქტიკულ მომზადებას ხარისხის მართვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე გარემოსდაცვითი მართვის მიმართულებით.
საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა ორგანიზაციებს სულ უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს აღნიშნულ სფეროებში. სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის სექტორებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომსახურებისა და პროდუქტის სტაბილურ ხარისხს, თანამშრომელთა უსაფრთხოებას სამზარეულოებში, მარნებსა და საწარმოო სივრცეებში, ასევე წყლის, ენერგიისა და სასოფლო-სამეურნეო რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას.
საერთაშორისოდ აღიარებული ISO სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება კომპანიებს ეხმარება არა მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნების შესრულებაში, არამედ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაში, რისკების შემცირებასა და საერთაშორისო პარტნიორებისა და მომხმარებლების ნდობის გაძლიერებაში.
სემინარს ჩაატარებს Magnum Opus Consulting — თბილისში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია, რომლის 15-კაციან გუნდს მართვის სისტემების დანერგვისა და სერტიფიცირების მიმართულებით ათ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
კომპანიის სპეციალისტებს გამოცდილება აქვთ ისეთი სტანდარტებისა და სისტემების მიმართულებით, როგორებიცაა ISO 9001, ISO 45001, ISO 14001, ISO 22000, HACCP, EU GMP და GDP. მათ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაახლოებით 1,000 ორგანიზაციასთან უმუშავიათ, ხოლო მათი გამოცდილება სურსათის უვნებლობის სისტემებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასტუმროების, რესტორნებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
სემინარის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001-ის ძირითად მოთხოვნებს და პრაქტიკულ მაგალითებზე იმუშავებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომპანიებში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენას, ხარისხთან, შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვას.
მონაწილეები ასევე მიიღებენ ცოდნას პოლიტიკების, პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ღონისძიებების შემუშავების შესახებ და შეძლებენ მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარ კომპანიებში ინტეგრირებული მართვის სისტემების დანერგვისა და მუდმივი გაუმჯობესების პროცესში.
ფორმატი: 3-დღიანი სემინარი
თარიღები: 21,22,23 ოქტომბერი დრო: 10:00 – 18:00
ადგილი: ჰოლიდეი ინნ თბილისი, 1, 26 მაისის მოედანი, 0171 თბილისი
საფასური: 450 ლარი ერთ მონაწილეზე
საფასური მოიცავს სრულ სამდღიან პროგრამას, სემინარის მასალებს, ყოველდღიურ ლანჩსა და ყავის შესვენებებს, ასევე სერტიფიკატს სემინარის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
nino.tsutskiridze@dwv.ge
თარიღი
21 ოქტომბერი, 10 h - 23 ოქტომბერი, 6 h
Holiday Inn TbilisiTwentysix May Square N.1
21ოქტ.18:00DWV-Get Together 21.10

ღონისძიების დეტალები
DWV გიწვევთ ყოველთვიურ ეკონომიკურ შეხვედრაზე – იდეალურ პლატფორმაზე მეწარმეებისთვის, თვითდასაქმებული პირებისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის. მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel-ის Muse Restaurant-ში, მისამართზე - 10 Petre
ღონისძიების დეტალები
DWV გიწვევთ ყოველთვიურ ეკონომიკურ შეხვედრაზე – იდეალურ პლატფორმაზე მეწარმეებისთვის, თვითდასაქმებული პირებისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel-ის Muse Restaurant-ში, მისამართზე – 10 Petre Melikishvili Street, Tbilisi 0179, გვექნება შესაძლებლობა, გავცვალოთ მოსაზრებები აქტუალურ თემებზე, დავამყაროთ ღირებული კონტაქტები და მივიღოთ ახალი ინსპირაცია.
თარიღი
21 ოქტომბერი, 6 h
ადგილი
Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel
10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia
საკონტაქტო პირი
Nino TsutskiridzeProject Manager+995 555 21 51 11 | nino.tsutskiridze@dwv.ge Shota Rustaveli 24
Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia
ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ
