ექსპორტი გერმანიაში
იხილეთ ზოგადი ინფორმაცია საქართველოდან გერმანიაში პროდუქციის ექსპორტის შესახებ

გერმანიის ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან რეგულირდება საგარეო ვაჭრობის აქტით, საგარეო ვაჭრობის რეგულაციით, ევროპის საბჭოსა და კომისიის ლეგალური აქტებით. განსხვავებები დამოკიდებულია პროდუქციის სახეობასა და ვაჭრობაზე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან (შიდა ბაზარი) და მესამე ქვეყნებთან.
მესამე ქვეყნებიდან საქონლის იმპორტის დროს მნიშვნელოვანია სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები:
- იმპორტის სატარიფო შეზღუდვები გამომდინარეობს საბაჟო კანონიდან და მოიცავს საბაჟო გადასახადს იმპორტირებულ საქონელზე;
- არასატარიფო შეზღუდვები შეიძლება გამომდინარეობდეს საგარეო ვაჭრობის კანონიდან ან სხვა ლეგალური წყაროებიდან.
იმპორტის შეზღუდვების საგარეო ვაჭრობის კანონი მოიცავს აკრძალვებს (მაგ. ემბარგო), ავტორიზაციის მოთხოვნას (მაგ. იმპორტის ავტორიზაციის მოთხოვნა გარკვეულ ტექსტილზე) და მონიტორინგის ზომებს (მაგ. დოკუმენტების მონიტორინგი რკინისა და ფოლადის პროდუქციის იმპორტის დროს).
საქონელი, რომელიც საგარეო ვაჭრობის კანონის მიხედვით ექვემდებარება ავტორიზაციას და მონიტორინგს, ასევე, გარკვეულ პროცედურულ მოთხოვნებს, ჩამოთვლილია იმპორტის სიაში. ეს სია ინტეგრირებულია ელექტრონული საბაჟო ტარიფების სისტემაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ევროკომისიის ექსპორტის საკითხებში დახმარების პროგრამის ახალი ვერსია
კონტაქტი
მარია ბრეგაძე
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
სენიორ ექსპერტთა სერვისის წარმომადგენელი
დელეგაციები
+995 595 09 29 52
მოგვწერეთ