დელეგაციები
ჩვენ ყოველწლიურად ორგანიზებას ვუწევთ და ვხელმძღვანელობთ სხვადასხვა ეკონომიკურ სეგმენტში დასაქმებული დელეგაციების ვიზიტებს.
როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ დელეგაციების ორმხრივ ვიზიტებს გერმანიასა და საქართველოს შორის. ამის მიზანია დაინტერესებული ბიზნეს კომპანიებისათვის ბაზრის ჩვენება, მათი ბაზართან დაკავშირებული ინფორმაციით უზრუნველყოფა და პირველი საქმიანი კავშირების ხელშეწყობა.
დაწყებული ვიზიტის დაგეგმვიდან, ბიზნეს პარტნიორის მოძიებისა და ადგილზე, საორგანიზაციო თვალსაზრისით, ჩვენ გთავაზობთ მრავლისმომცველ მომსახურებას.
მომსახურების სფერო, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მოიცავს კონსულტაციებს კონკრეტული საბაზრო სეგმენტების შესახებ, სამუშაო სივრცის პრეზენტაციებს, საწარმოებისა და სამშენებლო ობიექტების მონახულებას, ვიზიტების ორგანიზებას სამინისტროებსა და ბიზნეს კომპანიებში, ბიზნეს პარტნიორთა შორის შეხვედრების გამართვას, სპეციფიკურ თემატურ ვორკშოპებს და, ასევე, ეკონომიკურ ფორუმებსა და კონფერენციებს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მიერ ორგანიზებული დელეგაციათა მგზავრობის უპირატესობები:
- სინერგიული ეფექტით სარგებლობა, DWV-ს ხელთ არსებული კავშირების გამოყენების გზით
- ინდივიდუალური კონსულტაციის მიღება ჩვენი გამოცდილი ჯგუფის მხრიდან ვიზიტამდე, ვიზიტის დროს და ვიზიტის შემდეგ
- ორგანიზატორული და კულტურულ-ენობრივი მხარდაჭერა
- პერსონალური ვიზიტები ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებთან
- კავშირების დამყარება ბაზარზე არსებულ მოთამაშეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ძალებთან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვის შესახებ დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.