fbpx
Startseite » Dienstleistungen GE » საოფისე მომსახურება
by David Hufschmidt

საოფისე მომსახურება

როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან საოფისე მომსახურებას, ორიენტირებულს ცალკეული კლიენტის მოთხოვნებზე.

Buero-Services

გაქვთ გერმანიის ბაზარზე შესვლის სურვილი და გესაჭიროებათ ამისათვის შესაბამისი შრომითი რესურსი?

დროებითი პერსონალის შეთავაზებით, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს ქართულენოვანი სივრციდან ვუადვილებთ შესვლას გერმანიის ბაზარზე.

თქვენი უპირატესობები: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ გერმანიის ბიზნეს კულტურის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ცოდნით, ჩვენი ექსპერტიზით და, ასევე, ჩვენ მიერ დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებით ბიზნეს კომპანიების კონსულტაციის სფეროში.

თქვენ ზოგავთ პერსონალის ხარჯებს და შეგიძლიათ კონცენტრირდეთ თქვენი კომპანიის ძირითად კომპეტენციებზე.

ჩვენი მიზანია, შეგიქმნათ მომგებიანი პირობები გერმანიის ბაზარზე წარმატებული შესვლისათვის. ამის გათვალისწინებით, დროებითი პერსონალის სახით, ჩვენ გთავაზობთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურებების ფართო სპექტრს. ასეთებია:

  • ორგანიზაციის ელ-ფოსტ(ებ)ის შედგენა
  • სატელეფონო ზარების მიღება და კორესპონდენცია მათთან
  • მხარდაჭერა გერმანულ ბიზნეს პარტნიორებთან კავშირების მოპოვებისა და კონტაქტზე გაყვანის კუთხით (პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების წინასწარი შერჩევისა და შეფასების ჩათვლით)
  • საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება

ჩვენი სახით, თქვენ გეყოლებათ საიმედო პარტნიორი და მიიღებთ წვდომას გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელთ არსებული კავშირების მთლიან ლოკალურ ქსელზე ეკონომიკის, მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დროებით პერსონალთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

გესაჭიროებათ მთარგმნელობითი მომსახურება? ჩვენ დაგეხმარებით სხვადასხვა სახის მთარგმნელობითი მომსახურებით. ამისათვის თქვენს დაქვემდებარებაში არიან ჩვენი მრავალენოვანი (ქართული, გერმანული, რუსული, ინგლისური) სამუშაო ჯგუფის თანამშრომლები.

ჩვენ ასევე დაგაკავშირებთ შესაფერის დამოუკიდებელ მთარგმნელებთან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მთარგმნელობით მომსახურებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

 

ჩვენი შემოთავაზება, მედიაციისა და დავების მოგვარების კუთხით, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • მედიაციის პროცესის შესაძლებლობის ანალიზი
  • პირდაპირი სატელეფონო კავშირის დამყარება და საქმის ვითარების გაცნობა
  • მედიაციის პროცესში ჩართულ პარტნიორებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმართვა მათი ინტერესების თანახმად
  • ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ პოზიციის ოფიციალური დაფიქსირება

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მედიაციასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

კონტაქტი

სალომე მუმლაძე
პროექტის მენეჯერი

სერვისები
გამოფენების წარმომადგენელი
დელეგაციები

+995 595 09 29 51
 მოგვწერეთ

 

 

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X