Februar, 2025

05Feb.All Day07Fruit Logistica 2025

Veranstaltungsdetails

ხილისა და ბოსტნეულის უდიდესი გამოფენა Fruit Logistica ბერლინში 5-7 თებერვალს გაიმართა. გამოფენამ Messe Berlin-ის სივრცეებში, სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან უმასპინძლა მწარმოებლებს, დარგის სპეციალისტებს და ამ სფეროთი დაინტერესბულ პირებს.
წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში, საქართველო გამოფენაზე საზიარო სტენდით იყო წარმოდგენელი, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

წლევანდელ Fruit Logistica-ზე საქართველოს წარმოადგენდნენ შემდეგი კომპანიები:

ალფაინ სფაისიზ – სანელებლების წარმოება
SRT – თხილის წარმოება
შპს აგროლეინი – ლურჯი მოცვის წარმოება
შპს ბლუ ბერდ ბერიზ – ლურჯი მოცვის წარმოება
გოლდენ ფარმს – ლურჯი მოცვის წარმოება
ნამიანი 1 – ლურჯი მოცვის წარმოება
აგრო ველი – ლურჯი მოცვის წარმოება
შპს ჯენტრი ინვესტმენტს – ლურჯი მოცვის წარმოება

კომპანიები შეხვდნენ შემსყიდველებსა და პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს ევროპის სხვადასხვა ბაზრებიდან.

აღსანიშნავია ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროს გენერალურ დირექტორის, ბატონი ორენ ლავის ოფიციალური ვიზიტი წლევანდელ გამოფენაზე, რომელიც ქართულ სტენდსაც ეწვია.

Fruit Logistica-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV). წლევანდელ ღონისძიებას გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მარია ბრეგაძე ესწრებოდა. მის კომენტარს იხილავთ ამ ბმულზე.

News – 5

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სალომე მუმლაძეს მეილზე salome.mumladze@dwv.ge

Datum

5 Februar, 12 h - 7 Februar, 11 h

Ort

Messe Berlin

Messedamm 22

Ansprechpartner

სალომე მუმლაძეsalome.mumladze@dwv.ge

Messe BerlinMessedamm 22

X