fbpx
Startseite » წევრობა » გახდი წევრი
by David Hufschmidt

გახდი წევრი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები შეიძლება იყვნენ ქართული და გერმანული, ასევე შვეიცარიული და ავსტრიული კომპანიები, ორგანიზაციები თუ ინდივიდუალური პირები, რომელთაც  ქართულ-გერმანული ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების ინტერესი გააჩნიათ.

Mitglied-werden

წევრობის ტიპები

 
  • ორგანიზაციის (სრული) წევრები არიან საქართველოში, გერმანიაში ან სხვა გერმანულენოვან ქვეყანაში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებიც ჩაბმულნი არიან ბიზნეს აქტივობაში და მხარს უჭერენ DWV-ს მიზნებსა და ამოცანებს.
  • ორგანიზაციებს (სრული წევრები) შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DWV-ს ყველა აქტივობაში და აქვთ ხმის მიცემის უფლება წევრთა გენერალურ ასამბლეაზე.
 
  • საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები არიან ორგანიზაციები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან გერმანიაში ან საქართველოში, ახორციელებენ სხვადასხვა ტრენინგსა და საქველმოქმედო პროექტს და ამ საქმიანობიდან მიღებულ მოგებას არ ანაწილებენ წევრებსა და დამაარსებლებს შორის.
  • საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DWV-ს ყველა აქტივობაში და აქვთ ხმის მიცემის შეზღუდული უფლება წევრთა გენერალურ ასამბლეაზე.
 
 
  • ინდივიდუალური წევრები არიან გერმანიის მოქალაქეები ან სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებსაც DWV-ს მხრიდან ენიჭებათ ინდივიდუალური წევრის სტატუსი.
  • ინდივიდუალური წევრები ღებულობენ DWV-ს ყველა პუბლიკაციას და შეუძლიათ DWV-ს თითქმის ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. წევრთა გენერალურ ასამბლეაზე მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.
  • ვიზიტორი წევრები არიან იურიდიული პირები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ წამოწყებული რაიმე სახის ბიზნეს საქმიანობა საქართველოში, მაგრამ მათი სურვილია DWV-ს დახმარებით საქართველოში საქმიანი კონტაქტების მოძიება.
  • ვიზიტორი წევრები მხარს უჭერენ DWV-ის მიზნებსა და გეგმებს.
  • ვიზიტორი წევრები ღებულობენ DWV-ს ყველა პუბლიკაციას და შეუძლიათ DWV-ს თითქმის ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. წევრთა გენერალურ ასამბლეაზე მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.
 

ჩვენ, როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, მოხარული ვიქნებით, დაგიჭიროთ მხარი თქვენს ბიზნეს საქმიანობებში გერმანიაში/საქართველოში და დაგაინტერესოთ DWV-ის წევრობით.

თომას კიმმესვენგერი DWV-ს აღმასრულებელი დირექტორი

კონტაქტი

  

ნინო ჭეიშვილი
პროექტის მენეჯერი

ტრენინგები
ღონისძიებები
სოციალური მედია

+995 511 33 25 20
მოგვწერეთ

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X