პერსონალი & ტრეინინგი
ჩვენ, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), გთავაზობთ მრავლისმომცველ ტრეინინგებს და გეხმარებით საჭირო პერსონალის მოძიებაში.
სემინარები/ტრენინგები
ეძებთ კომპეტენციის გამაღრმავებელ ტრეინინგებს თქვენი თანამშრომლებისათვის და ინფორმაციას ბიზნეს სფეროების შესახებ? ამისათვის ჩვენ გთავაზობთ მთელ რიგ სემინარებსა და ტრეინინგებს.
ჩვენს პარტნიორებთან და წევრებთან შეთანხმებით, და, ასევე, სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოქმედ კომპეტენტურ ჯგუფებთან კოოპერაციით, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას განსხვავებული საქმიანობის სფეროებსა და სხვა რელევანტური თემების შესახებ, როგორებიცაა:
- გადასახადები / საგადასახადო სამართალი
- ინფორმაცია ბიზნეს საქმიანობის სფეროების შესახებ
- თანამშრომელთა ქოუჩინგი და სემინარები მენეჯმენტის შესახებ
- გაყიდვები
- მომსახურების ხარისხი
- სურსათის პროდუქტების უსაფრთხოება
დამატებითი ინფორმაცია სემინარებსა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ფორმალობებზე იხილეთ აქ.
In-House სემინარები
საჯარო სემინარების გარდა, ჩვენ გთავაზობთ დამატებით, ინდივიდუალურ და კონკრეტულად თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სემინარებს თქვენი საქმიანობის ადგილზე, იქნება ეს სპეციალურად თქვენთვის თუ რომელიმე სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფორმატში. In-House სემინარებს აქვს ბევრი უპირატესობა: მოგვანდეთ კომპეტენციის გაღრმავებაზე ორიენტირებული სემინარების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა ჩვენ და დაზოგეთ დრო და ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სემინარებთან /ტრენინგებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.
პერსონალის მოძიება
ეძებთ გერმანული ენის მცოდნე თანამშრომლებს? ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ შესაბამისი კანდიდატების მოძიებაში ინდივიდუალური ძიების გზით.
პერსონალის მოძიება ბიზნეს კომპანიისათვის შედგება შემდეგი ნაბიჯებისაგან:
პროფილის შექმნა:
პირველ რიგში, ჩვენ გაგესაუბრებით თქვენი ბიზნეს კომპანიის, წარმოებული პროდუქტისა და დასასაქმებელი შტატის საჭიროების შესახებ საქართველოში. ამის საფუძველზე, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენთვის სასურველი კანდიდატების პროფილს.
განცხადების განთავსება:
მოძიებული კანდიდატების პროფილის საფუძველზე, ჩვენ განვათავსებთ განცხადებას (თქვენთან შეთანხმებით) ქართულ ან/და გერმანულ ენაზე ვაკანსიათა შესაბამის ვებგვერდებზე.
შეფასება:
ჩვენ ვაგროვებთ, განვიხილავთ და ვაფასებთ დასაქმების მსურველთა მხრიდან შემოსულ განცხადებებს. შესაფერის კანდიდატებს ჩვენ ვიბარებთ პერსონალურ ინტერვიუზე.
პერსონალური ინტერვიუ:
ჩვენ ვნიშნავთ პერსონალურ ინტერვიუებს შესაფერის კანდიდატებთან (დაახ. ხუთი კანდიდატი).
დასკვნითი შედეგი:
დასკვნით შედეგში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა ინტერვიურებულ კანდიდატს თავისი რეზიუმებითა და ჩვენ მიერ შედგენილი დახასიათებით. დასკვნით შედეგი გადმოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.
ერთობლივი ინტერვიუები:
თქვენი მხრიდან შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ თქვენთან ერთად გავმართავთ ერთობლივ გასაუბრებას შესაფერისად მიჩნეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პერსონალის მოძიებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.