fbpx
Startseite » Dienstleistungen GE » კონსულტაცია ბაზრის შესახებ
by David Hufschmidt

კონსულტაცია ბაზრის შესახებ



ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ გერმანიის ბაზარზე წარმატებული შესვლის პროცესში და მოგაწოდოთ ყველა ამომწურავი, თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისი.

Markterschliessung-2

ჩვენი საკონსულტაციო მომსახურებები:

გესაჭიროებათ სარწმუნო ინფორმაცია გერმანიის ბაზრის შესახებ?

ჩვენ, როგორც გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას, სხვა პარტნიორებთან ერთად, გაგვაჩნია ფართო წვდომა ფინანსური ხასიათის ინფორმაციასა და მონაცემებზე პირველ წყაროებზე დაყრდნობით.

ჩვენი კვლევითი ჯგუფი შესანიშნავად ფლობს ინფორმაციას ლოკალურ და პროფესიონალურ გარემოებებზე, მათ შორის, საბაზრო სეგმენტების საკმაოდ ფართო სპექტრზე. კონკრეტული საკითხები და კვლევის სტრუქტურა წარმოადგენს ინდივიდუალური შეთანხმების საგანს. ჩვენ გთავაზობთ სეგმენტურად დიფერენცირებულ კვლევას შემდეგ სფეროებში:

  • ბაზრისა და ბიზნეს მიმართულებების მიმოხილვა
  • კონკურენციის ანალიზი
  •  მოწოდების არხებისა და ფასების ანალიზი
  •  კლიენტთა ანალიზი
  •  სამუშაო სივრცის ანალიზი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

გესაჭიროებათ ინფორმაცია გერმანული კომპანიების მისამართების შესახებ?

თქვენ შეგიძლიათ დაგვიხასიათოთ თქვენი მიზნობრივი ჯგუფი და მოგვაწოდოთ შესაბამისი საძიებო კრიტერიუმები, როგორებიცაა: ბიზნეს სფერო, კომპანიის მასშტაბი, ბრუნვის სიდიდე და დასაქმებულ პირთა რიცხვი. ამის საფუძველზე, ჩვენ მოგაწვდით სასურველ საბაზისო ინფორმაციას:

  • ფირმის დასახელება
  • მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  •  დირექტორი/საკონტაქტო პირი
  •  ელ. ფოსტა და ვებგვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • საქმიანობის სფერო

შედეგად, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ოცამდე კომპანიის შესახებ, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციის მართებულობა გადამოწმებული იქნება სატელეფონო კომუნიკაციის გზით. ასევე, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ გერმანული კომპანიები დამატებითი კრიტერიუმებისა და მათ მიერ თანამშრომლობის სურვილის მიხედვით. ამ გზით, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას კომპეტენტური და, რეალურად, საინტერესო ბიზნეს კომპანიების მისამართების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მისამართების მოძიებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

ბიზნეს პარტნიორის მოძიების პლატფორმას ჩვენ ვთავაზობთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადგილზე საქმიანი კავშირების დამყარება/გაფართოებით და, შესაბამისად, სურთ პარტნიორის მოძიება.

ჩვენ ასეთ დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვეხმარებით როგორც პოტენციური ბიზნეს პარტნიორის მოძიებაში, ასევე შესაბამისი შეხვედრების ორგანიზებასა და ინდივიდუალური B2B-მოლაპარაკებების გამართვაში. ჩვენი ხელშეწყობით, პარტნიორის მოძიების პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად:

სურვილისა და მიზნის იდენტიფიცირება
პირველ რიგში, ჩვენ ამომწურავად გაგესაუბრებით გერმანიაში თქვენთვის სასურველი პარტნიორის, მის მიერ წარმოებული პროდუქტისა და ბიზნეს საქმიანობის შესახებ. საწყის ეტაპზე თქვენ გადმოგეცემათ სპეციალური კითხვარი, რომლის საფუძველზეც დადგინდება თქვენი პოტენციური პარტნიორი ფირმის პროფილი.

კვლევა
საწყის ეტაპზე შედგენილი პარტნიორის პროფილის საფუძველზე, ჩვენ დავიწყებთ გერმანიაში არსებული თქვენთვის სასურველი შესაძლებელი პარტნიორის მოძიებას. შედეგად, თქვენ მიიღებთ სიას ელ. ფოსტის საშუალებით. ასე და ამგვარად, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაეცნოთ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორთა სიას და გამოყოთ თქვენთვის პრიორიტეტული კანდიდატები.

კონტაქტი
თქვენს არჩევანზე დაყრდნობით, ჩვენ ვამყარებთ კონტაქტს თქვენ მიერ შერჩეულ კანდიდატებთან და, სტანდარტიზებული კითხვარის მეშვეობით, ვმართავთ ინტერვიუებს მაქსიმუმ ხუთ სხვადასხვა ფირმასთან.

არ შეგიძლიათ გერმანიაში გამგზავრება?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენს წარმომადგენელს ადგილზე შეხვედრის გამართვა არ შეუძლია, ჩვენ სიამოვნებით წარვუძღვებით ბიზნეს მოლაპარაკებებს თქვენი სახელით და თქვენთან შეთანხმებით. შედეგად, ჩვენ მოგიმზადებთ ამომწურავ დასკვნას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბიზნეს პარტნიორის მოძიებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ბიზნეს-მეილინგი მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

  • პოტენციური ბიზნეს პარტნიორის შერჩევა გერმანიაში თქვენ მიერ მოწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე;
  • მეილინგი ოცამდე პოტენციურ ბიზნეს პარტნიორთან: სარეკლამო ტექსტის მომზადება და გაგზავნა, რომელიც შეიცავს მოკლე ნეიტრალურ დახასიათებას თქვენ შესახებ და ხაზს უსვამს თანამშრომლობის სურვილს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბიზნეს-მეილინგის შესახებ დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

კონტაქტი

სალომე მუმლაძე
პროექტის მენეჯერი

სერვისები
გამოფენების წარმომადგენელი
დელეგაციები

+995 595 09 29 51
 მოგვწერეთ

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X