წევრობის უპირატესობები
DWV გერმანული ფირმების არა მარტო წარმომადგენელი, არამედ მათთვის სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელიცაა საქართველოში. ჩვენი სრული წევრები სარგებლობენ ბიზნეს პარტნიორებთან შუამავლობით, შეღავათიანი პირობებით მრავალ მომსახურებაზე, მათ შორის ბაზრის კვლევებზე, პერსონალის მოძიებაზე და ა.შ.
DWV-ს წევრობის უპირატესობები:
- ჩვენ რეგულარულად ვმართავთ ბიზნეს ფორუმებსა და კონფერენციებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ავტორიტეტული პირები ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროდან. ამას გარდა, ჩვენს წევრებს შეუძლიათ დაესწრნონ ჩვენ მიერ ორგანიზებულ სემინარებს, მრგვალ მაგიდებს და, ასევე, არაფორმალურ შეხვედრებს. ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე ტიპის ღონისძიება ექსკლუზიურად მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი.
- ჩვენი არაერთი პარტნიორი DWV-ს წევრებს ფასდაკლებებსა და სხვა რიგ უპირატესობებს სთავაზობს, როგორებიცაა: ფასდაკლებები სემინარებზე, სასტუმროებზე, სადაზღვევო პაკეტებზე და ა.შ.
- DWV-ს მეშვეობით, წევრებს აქვთ წვდომა ჩვენი მრავალრიცხოვანი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ მთელ რიგ ღონისძიებებსა და აქტივობებზე და, შესაბამისად, შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ჩვენ მიერ ევროპისა და სამხრეთ-კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქტივობებში ჩართულობით.
- ჩვენ ყოველწლიურად, გერმანიის მთავრობასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზებას ვუწევთ დელეგაციების ვიზიტს და მონაწილეობას ვიღებთ არაერთ ეკონომიკურად რელევანტურ ღონისძიებაში საქართველოსა და გერმანიაში, რომლებშიც მონაწილეობის მიღება ჩვენს წევრებსაც შეუძლიათ.
- როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ჩვენ მეტად მოთხოვნადი ორგანიზაცია ვართ ქართული კომპანიებისთვის, თუმცა, მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, ჩვენი უპირატესი ყურადღებით ჩვენი წევრები სარგებლობენ.
- როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), ჩვენ მომსახურებას ვუწევთ გერმანულ-ქართული ბიზნეს ურთიერთობებით დაინტერესებულ კომპანიებს. სრული წევრები სარგებლობენ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ჩვენს ყველა
მომსახურებაზე. - DWV-ს წევრები იღებენ სხვადასხვა სახის უსაყიდლო მხარდაჭერას გერმანიისა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
- გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება გერმანული კომპანიების ბიზნეს მოთხოვნებს გადასცემს მის წევრ კომპანიებს. ჩვენ გაგვაჩნია პირდაპირი წვდომა გერმანელ ბიზნესმენებთან, მათ მოთხოვნებთან პროდუქტებისა და მომსახურების, ინვესტიციებისა და ფინანსური საბაზრო პროექტების შესახებ.
- ჩვენი ღონისძიებების ფარგლებში და ჩვენს ვებ-გვერდზე სრულ წევრებს შეუძლიათ წარმოჩინდნენ და წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი და არ გადაიხადონ ამისათვის საფასური ან ისარგებლონ ფასდაკლებით.
- DWV-ს ბიზნეს ბიულეტენში წევრებს შეუძლიათ განათავსონ ინფორმაცია მათი პროდუქტისა და კომპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. ბიზნეს ბიულეტენს ყოველთვიურად 4.000-ზე მეტი მკითხველი ეცნობა.
- ჩვენს წევრებს DWV-ს წლიურ ანგარიშში წელიწადში ერთხელ საშუალება ეძლევათ, რომ წარადგინონ თავიანთი კომპანია და წარმოჩინდნენ თავად.
კონტაქტი
ნინო ჭეიშვილი
პროექტის მენეჯერი
ტრენინგები
ღონისძიებები
სოციალური მედია
+995 511 33 25 20
მოგვწერეთ