სექტემბერი, 2026

03სექტ.11:0013:00ცენტრალური აზიის ეკონომიკური განვითარება და ბიზნეს შესაძლებლობები

ღონისძიების დეტალები

ძვირფასო DWV-ს წევრებო,

3 სექტემბერს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) Germany Trade & Invest (GTAI)-თან ერთად გიწვევთ ერთობლივ ღონისძიებაზე:

          ცენტრალური აზიის ეკონომიკური განვითარება და ბიზნეს შესაძლებლობები


ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა – ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი – გეოპოლიტიკური ფაქტორების და მრავალი ქვეყნის მიერ ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციის მცდელობის ფონზე, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს საერთაშორისო ბიზნესწრეებში. ამ რეგიონს, რომელიც მდიდარია ნედლეულით და ადამიანური რესურსებით, დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, როგორც საწარმოო, ისე მომსახურების სფეროებში. ყაზახეთი, რომელიც ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ცენტრალურ აზიაში, წარმოადგენს ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ პარტნიორს. თუმცა ყველაზე დასახლებული ცენტრალური აზიის ქვეყანა უზბეკეთი, ყოველწლიურად უფრო მეტ განვითარებას აჩვენებს და სულ უფრო მეტად იპყრობს უცხოური კომპანიების, მათ შორის გერმანული და ქართული ფირმების ყურადღებას.

ღონისძიებაზე, დოქ. უვე შტრობახი, GTAI-ის ცენტრალური აზიისა და სამხრეთკავკასიის რეგიონული მენეჯერი, მიმოიხილავს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, აქტუალურ ბიზნეს პოტენციალსა და გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ბაზრის ათვისებასთან.

ეს Expert Talk ამავდროულად იქნება დოქტორ უვე შტრობახის ბოლო მოხსენება DWV-ში, რადგან იგი პენსიაზე გადის. გვსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ღირებული გამოცდილებისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის, ასევე ყოველთვის საინტერესო და ნაყოფიერი დიალოგისთვის.

ღონისძიება ჩატარდება გერმანულ ენაზე  ქართულენოვანი სინქრონულითარგმანით.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს ფურშეტით ვუმასპინძლებთ, რა დროსაც მათ იდეების გაცვლის და ურთიერთობების დამყარების საშუალება ექნებათ.


DWV-ს წევრებისთვის
მონაწილეობა თავისუფალია.

თარიღი: 3 სექტემბერი 2026, 11:00-13:00 საათი
ადგილი: The Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel
მისამართი 10 პეტრე მელიქიშვილი თბილისი 0179

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2 სექტემბერის ჩათვლით, დაუკავშირდით ქ-ნ მარიამ თუშიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: mariam.tushishvili@dwv.ge

თარიღი

3 სექტემბერი, 11 h - 3 სექტემბერი, 1 h

ადგილი

Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia

საკონტაქტო პირი

Mariam TushishviliProjektmanagerinmariam.tushishvili@dwv.ge

Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia

X
Skip to content