დეკემბერი, 2026
დეკ.გადაიდობიზნეს ფორუმის მეორე ნაწილი დეკემბერში გაიმართება

ღონისძიების დეტალები
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) წარმატებით ჩატარებული პირველი ბიზნეს ფორუმის შემდეგ, მეორე ნაწილი დეკემბერში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. ღონისძიება გერმანულ-ქართული ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოს ეკონომიკის აქტუალურ
ღონისძიების დეტალები
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) წარმატებით ჩატარებული პირველი ბიზნეს ფორუმის შემდეგ, მეორე ნაწილი დეკემბერში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.
ღონისძიება გერმანულ-ქართული ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოს ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს, განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და გაცვალონ მოსაზრებები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ეკონომიკური მომავლის შესახებ კვლევის გაგრძელება. ამჯერად მონაწილეები გაეცნობიან კვლევის დამატებით მიგნებებს, მიმდინარე განვითარებებსა და სამომავლო პერსპექტივებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მოწვეული მონაწილეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.
ფორუმი მონაწილეებს ღია დისკუსიაში ჩართვის, კითხვების დასმისა და განსხვავებული მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას.
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: ბიზნეს ფორუმი დეკემბერში გაიმართება, ზუსტი თარიღი მალე გამოქვეყნდება
- დრო: 12:00
- რეგისტრაცია: 11:30
- ადგილი: Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
ღონისძიების თარიღის, პროგრამისა და მონაწილეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) დაინტერესებულ პირებს ბიზნეს ფორუმის მეორე ნაწილში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირიდით:
თარიღი
Month Long Event (დეკემბერი)
საკონტაქტო პირი
Nino TsutskiridzeProject Manager+995 555 21 51 11 | nino.tsutskiridze@dwv.ge Shota Rustaveli 24
Sheraton Grand Tbilisi Metechi PalaceTelavi Street N.20
