fbpx

Juni, 2020

16Jun.16:0017:00აღმოსავლეთის კომიტეტის ონლაინ შეხვედრა

Ostausschuss_2

Veranstaltungsdetails

16 ივნისს, აღმოსავლეთის კომიტეტის (OAOEV – გერმანიის ბიზნესის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანება) ორგანიზებითა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ ქნირში, EBRD-ის კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი, ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და 40-მდე გერმანული და ქართული კომპანია.

შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევისა და ამ ჭრილში ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინების საკითხი. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ კრიზისის ეფექტურ მართვას, რაც ეკონომიკაში სწრაფი აღდგენის სტაბილურ საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ მომდევნო თვეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს ტურიზმის სექტორზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში და ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.

Datum

16 Juni, 4 h - 16 Juni, 5 h

Leave a Comment

X