Juli, 2022







Veranstaltungsdetails
2022 წლის 13-15 ივლისს DWV-სა და შვეიცარიული ფონდი BPN Georgia-ს მიერ ჩატარდა სამ დღიანი ვებინარი თემაზე: “დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები და საგადასახადო აღრიცხვა - ანგარიშგების წესი მცირე ბიზნესისთვის“. კურსის განმავლობაში განხილული იქნა
Veranstaltungsdetails
2022 წლის 13-15 ივლისს DWV-სა და შვეიცარიული ფონდი BPN Georgia-ს მიერ ჩატარდა სამ დღიანი ვებინარი თემაზე: “დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები და საგადასახადო აღრიცხვა – ანგარიშგების წესი მცირე ბიზნესისთვის“.
კურსის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- სამეწარმეო საქმიანობის ფორმები;
- ბიზნესის რეგისტრაცია;
- საქართველოში მოქმედი გადასახადების, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმებისა და სტატუსების მიმოხილვა (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი და სხვა);
- მეწარმის ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, შესყიდვის აქტი და სხვა);
- ელ. კომერციის პლატფორმები (booking.com, airbnb.com, Facebook და სხვა) და საგადასახადო ვალდებულებები;
- საგადასახადო დეკლარირება.
სამუშაო ენა: ქართული.
რეფერენტი: თეა გორგოძე.
თეა გორგოძეს აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი. მას აქვს 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამჟამად მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურში გადამხდელთა განათლებისა და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად და მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის მთავარ ოფიცრად.
თეა არის მოწვეული ტრენერი სხვადასხვა ორგანიზაციაში, საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით.
ვებინარს ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს, კომპანიისა და სტარტაპის წარმომადგენლები, მათ შორის: შპს იბერჯეს კონსალტინგი, შპს ლევინგ, შპს გაბილდი, შპს წიგნიერი, კომპანია თებე, საიუველირო კომპანია ცვარა და სხვა.
Datum
13 Juli, 7 h - 15 Juli, 9 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin