fbpx

Mai, 2021

19MaiAll Dayონლაინ B2B-ღონისძიება ხილის, ბოსტნეულის, თხილის და ჩაის მწარმოებელთათვის

Online B2B-Event für Unternehmen

Veranstaltungsdetails

2021 წლის 19 მაისს გაიმართა „ონლაინ B2B-ღონისძიება გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო და უკრაინა)“ შორის. ღონისძიების ორგანიზატორი იყო გერმანულ-აზერბაიჯანული სავაჭრო და სამრეწველო პალატა (AHK Azerbaijan),  გერმანულ-ბელორუსული სავაჭრო და სამრეწველო პალატა (AHK Belarus), საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV Georgia) და გერმანულ-უკრაინული სავაჭრო და სამრეწველო პალატა (AHK Ukraine). პროექტი განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის პროექტის (EDGE) ფარგლებში.

ონლაინ B2B-ღონისძიება მიზნად ისახავდა უნიკალური პლატფორმის შექმნას, რომლის საშუალებითაც იმპორტიორები გერმანიიდან და ექსპორტიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო და უკრაინა) დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

B2B-ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 25-მა გერმანულმა, 27-მა აზერბაიჯანულმა, 8 ბელორუსულმა, 18-მა ქართულმა და 15-მა უკრაინულმა კომპანიამ.

Datum

19 Mai, 12 h - 19 Mai, 11 h

Ansprechpartner

Maria Bregadzemaria.bregadze@dwv.ge

X