Mai, 2026
28Mai11:0017:00სემინარი: სტრესისა და კონფლიქტის მართვა: სტაბილური გადაწყვეტილებები რთულ გარემოში

Veranstaltungsdetails
2026 წლის 28 მაისს გრანთ თორნთონ აკადემიასთან ერთად გიწვევთ ერთობლივ სემინარზე: სტრესისა და კონფლიქტის მართვა: სტაბილური გადაწყვეტილებები რთულ გარემოში თანამედროვე სამუშაო გარემოში სტრესი და კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია, თუმცა მათი ეფექტურად მართვა შესაძლებელია.
Veranstaltungsdetails
2026 წლის 28 მაისს გრანთ თორნთონ აკადემიასთან ერთად გიწვევთ ერთობლივ სემინარზე:
სტრესისა და კონფლიქტის მართვა: სტაბილური გადაწყვეტილებები რთულ გარემოში
თანამედროვე სამუშაო გარემოში სტრესი და კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია, თუმცა მათი ეფექტურად მართვა შესაძლებელია. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნობიერონ სტრესის გამომწვევი ფაქტორები, მართონ საკუთარი ემოციები და კონსტრუქციულად გაუმკლავდნენ კონფლიქტებს როგორც სამუშაო, ისე ყოველდღიურ ურთიერთობებში. პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მიდგომებს, რაც მონაწილეებს დაეხმარება არა მხოლოდ სტრესის შემცირებაში, არამედ მისი პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნაში და ეფექტური კომუნიკაციის გზით კონფლიქტების მართვაში, ხოლო მიღებული ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს მათ პირად ეფექტიანობას, გუნდურ თანამშრომლობას.და დადებითად იმოქმედებს საერთო სამუშაო გარემოზე.
რა თემები განიხილება სემინარზე?
- სტრესის ბუნება, გამომწვევი მიზეზები და მისი გავლენა მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე
- სტრესის მართვის პრაქტიკული ტექნიკები და თვითრეგულაციის მეთოდები
- ემოციური ინტელექტის როლი სტრესისა და კონფლიქტის მართვაში
- კონფლიქტის ტიპები და განვითარების ეტაპები
- კონსტრუქციული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის ტექნიკები
- კონფლიქტური სიტუაციების პრევენციისა და დეესკალაციის მეთოდები
რა ფორმით ჩატარდება სემინარი?
სემინარი ინტერაქტიულია, დაფუძნებული გამოცდილებითი სწავლების მეთოდოლოგიაზე, დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით, როლური თამაშებით, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებით.
ტრენერი: ანა ნაჭყებია – გრანთ თორნთონ აკადემიის მენეჯერი, ტრენერი 15 წლიანი გამოცდილებით, სოციალური ფსიქოლოგი, მართავს ტრენერთა გუნდს, ქმნის ტრენინგ მოდულებს, ჩართულია ტრენინგების ორგანიზებასა და შედეგების შეფასებაში
სემინარი ჩატარდება ქართულ ენაზე. სემინარის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
თარიღი: 28.05.2026, 11:00-17:00 სთ.
ხანგრძლივობა: 6 სთ.
სემინარის საფასური: DWV-ს წევრებისთვის – 180GEL; არაწევრებისთვის – 240GEL
მისამართი: Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, პეტრე მელიქიშვილის 10, თბილისი
გათვალისწინებულია ლანჩის შესვენება.
სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, 2026 წლის 27 მაისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით ნინო ჭეიშვილს შემდეგ ელ. ფოსტაზე: nino.tcheishvili@dwv.ge
Datum
28 Mai, 11 h - 28 Mai, 5 h
Ort
Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel
10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia
Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge
Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel10 Petre Melikishvili, 0179 TBILISI, Georgia
