Mai, 2022
23Mai10:0016:00სოციალური მედია და სამართალი პრაქტიკაში
Veranstaltungsdetails
2022 წლის 23 მაისს ჩატარდა DWV-სა და JG Counselors-ის ერთობლივი ტრენინგი თემაზე: "სოციალური მედია და სამართალი პრაქტიკაში"
Veranstaltungsdetails
2022 წლის 23 მაისს ჩატარდა DWV-სა და JG Counselors-ის ერთობლივი ტრენინგი თემაზე:
“სოციალური მედია და სამართალი პრაქტიკაში”
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებისთვის მიაწოდებინა ცოდნა სოციალურ მედიაში განხორციელებულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.
სამიზნე აუდიტორია: სოციალური მედიის მენეჯერები, მარკეტინგის მენეჯერები, PR მენეჯერები, იურისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ტრენინგს გაუძღვა: სერგი ჯორბენაძე. სერგი ჯორბენაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პარალელურად იგი ეწევა საადვოკატო საქმიანობას და გახლავთ „ჯორბენაძე-გაწერელია ქაუნსელორსის“ მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, ადვოკატი. იგი, აგრეთვე, არის „დავების განმხილველი ცენტრის“ არბიტრი, სადაც მუშაობს კერძო სამართლებრივ (ბიზნეს) დავებზე. ამასთან, ჯორბენაძე გახლავთ სერტიფიცირებული მედიატორიც და გადახდისუუნარობის ავტორიზებული პრაქტიკოსი.
ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ DWV–ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: შპს მეიჯერელ საქართველო, შპს ნობლექსი, შპს ქობალი, შპს თბილისის იურიდიული და ბიზნეს მომსახურება და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე და ტრენერთან ერთად განეხილათ ისინი.
Datum
23 Mai, 10 h - 23 Mai, 4 h
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
Holiday Inn TbilisiTwentysix May Square N.1