fbpx

März, 2020

12Mär.16:0018:00წევრები მასპინძლობენ წევრებს: სასტუმრო მუზეუმი

MItglieder laden ein - Museum Hotel

Veranstaltungsdetails

2020 წლის 12 მარტს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს ორგანიზაციის ახალმა წევრმა, სასტუმრო „მუზეუმმა“ უმასპინძლა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ბუტიკური სასტუმროს შენობა და ადგილზე გაცნობოდნენ მის შემოთავაზებებს.

სასტუმრო მუზეუმის გენერალურმა მენეჯერმა, სოფი ჯღარკავამ, სასტუმროს შენობის უნიკალურობაზე ისაუბრა. სასტუმროს გამოარჩევს არამარტო შენობის უძველესი ისტორია, არამედ ენერგოეფექტურობის სისტემა და მაღალი ევროპული სტანდარტები, რომლებიც ერთობლივად არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ქმნიან. სასტუმრო მუზეუმის სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ულსამაზესი ხედით ძველ თბილისზე და ესტუმრონ ორ რესტორანს, რომლებიც სასტუმროშია განთავსებული. თითოეულ ოთახს უნიკალური დიზაინი აქვს, სადაც ყველა დეტალი განსაკუთრებულია.

ვიზიტის ბოლოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სასტუმროს ბოლო სართულის ხედების ფონზე, ყავისა და ტკბილეულის სუფრასთან ესაუბრათ.

მადლობას ვუხდით სასტუმრო მუზეუმს მიწვევისა და მასპინძლობისთვის!

Datum

12 März, 4 h - 12 März, 6 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X