fbpx

März, 2020

05Mär.10:0017:00DWV-ტრენინგი: სტრატეგიული დაგეგმარება ანუ როგორ მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა?!

Cteam Strategische Planung

Veranstaltungsdetails

5 მარტს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Cteam management consulting-ის ორგანიზებით, ჰოლიდეი ინნ-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სტრატეგიული დაგეგმარება ანუ როგორ მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა?!

ტრენინგს უძღვებოდა Cteam management consulting-ის ხელმძღვანელი –  ბატონი დავით ქარდავა.

ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეები საფუძვლიანად გაცნობოდნენ სტრატეგიული დაგეგმარების ძირითად პრინციპებსა და კონცეფციებს. ტრენინგის ფარგლებში ტრენერმა მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ ახდენენ გერმანული კომპანიები სტრატეგიის ფორმულირებასა და დანერგვას. ტრენერმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ხშირად იჩენს თავს ამ მიმართულებით ქართულ ბიზნეს სექტორში.

ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები, მათ შორის: ავტოტექნო,  აი.ელ.ეფ. კონსალტინგი, ამწე, ბაზალტ ფაიბერსი, გეომეფი, ელკანა, თეგეტა მოტორსი, კაპიტოლ კონსტრაქშენი, სასტუმრო მუზეუმი,  ნატურაფარმი, ორიენტ ლოჯიკი, ქინძმარაულის მამული.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცა სერტიფიკატები.

Datum

5 März, 10 h - 5 März, 5 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X