Juli, 2022
27Jul.16:0018:00წევრები მასპინძლობენ წევრებს - Tbilisi Hills Golf & Residences





































Veranstaltungsdetails
2022 წლის 27 ივლისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „წევრები მასპინძლობენ წევრებს“. ამჯერად DWV მის წევრს, Tbilisi Hills Golf & Residences, ესტუმრა. Tbilisi Hills Residences & Golf-ი უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული
Veranstaltungsdetails
2022 წლის 27 ივლისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „წევრები მასპინძლობენ წევრებს“. ამჯერად DWV მის წევრს, Tbilisi Hills Golf & Residences, ესტუმრა.
Tbilisi Hills Residences & Golf-ი უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული პროექტია კავკასიის რეგიონში, რომელიც ძველი თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. მისი სრული ტერიტორია მოიცავს 330 ჰექტარს, რომელიც სამომავლოდ 5000 მოსახლეზეა გათვლილი. Tbilisi Hills Golf & Residences-იდან იშლება ულამაზესი ხედები თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე. ამავე სივრცეში მოწყობილია საქართველოში პირველი პროფესიონალური 18-ფოსოიანი გოლფის მოედანი. Tbilisi Hills Residences & Golf-ის რესტორანი გიმასპინძლებთ ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით, რომლებიც ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან მზადდება.
სტუმრებს ადგილზე დახვდათ უფასო Welcome-სასმელი და ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგებოდა: გოლფის მოედნის დათვალიერება გოლფის მანქანებით და პრეზენტაცია; სრული სვინგი; მინი გოლფი და შეჯიბრი.
მონაწილეები სამ ჯგუფად დაიყვნენ და სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ. მაშინ, როცა ერთი ჯგუფი გოლფის მოედანს ათვალიერებდა და თბილისისა და შავნაბადას ულამაზესი ხედებით ტკბებოდა, დანარჩენი ჯგუფები გოლფის თამაშს სწავლობდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
Tbilisi Hills Residences & Golf-სგან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებმა სპეციალური შეთავაზებაც მიიღეს: 20%-იანი ფასდაკლება როგორც გოლფის აბონემენტზე, ისე გოლფის შემსწავლელ კურსზე დამწყებთათვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს Tbilisi Hills Residences & Golf უგემრიელესი ფურშეტითაც გაუმასპინძლდა, რომლის დროსაც მათ კვლავ ჰქონდათ ნეთვორქინგის, ერთმანეთის გაცნობის და შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალება.
ღონისძიებამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. მასში 50-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Ardi, Nexia TA, The Biltmore Hotel, JG Counselors, ebazaar.ge, SI – International Consulting, HHLA, BDO, Rödl & Partners, Woerwag Pharma, და, აგრეთვე, საქართველოში გერმანიისა და ავსტრიის საელჩოების წარმომადგენლები.
Datum
27 Juli, 4 h - 27 Juli, 6 h
Ort
Tbilisi Hills Golf
ქვემო თელეთი
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
Tbilisi Hills Golfქვემო თელეთი