fbpx

November, 2024

19Nov.14:0017:00წევრები მასპინძლობენ წევრებს: Aptos

Veranstaltungsdetails

2024 წლის 19 ნოემბერს, ჩვენს წევრ კომპანიას APTOS ვეწვიეთ. APTOS 1996 წლიდან აწარმოებს ინოვაციურ ძაფებს, რომლებიც ესთეტიკურ მედიცინაში სახისა და სხეულის ლიფტინგისთვის, კონტურირებისა და გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება. მასვე ეკუთვნის კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გიორგი სულამანიძემ, გაგვაცნო კომპანიის ისტორია და გადმოგვცა სამახსოვრო საჩუქრები.  მან ასევე, დაგვათვალიერებინა APTOS-ის მუზეუმი და საწარმოო პროცესები, გაგვაცნო ძაფების შექმნისა და გავრცელების ისტორია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

კომპანიის დათვალიერების შემდეგ, მასპინძელი ბუფეტით გაგვიმასპინძლდა, სადაც ბ-მა გიორგიმ და DWV-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-მა თომას კიმესვენგერმა  საზეიმო ვითარებაში გაჭრეს ტორტი. ჩვენს წევრებთან ერთად, დრო სასიამოვნო და დაუვიწყარ გარემოში გავატარეთ.

APTOS-მა ნამდვილად დაგვარწმუნა თავისი ინოვაციური კონცეფციით, უმაღლესი ხარისხის წარმოებითა და საერთაშორისო წარმატების ისტორიით.

მადლობას ვუხდით APTOS-ის მთელ გუნდს, შესანიშნავი მასპინძლობისა და დაუვიწყარი დღისათვის!

Datum

19 November, 2 h - 19 November, 5 h

Ort

Aptos

Givi Amilakhvari Str. 15, 0109 Tbilisi

Ansprechpartner

Nino Tcheishvilinino.tcheishvili@dwv.ge

X