April, 2023
05Apr.16:0018:00წევრთა გენერალური ასამბლეა 2023
Veranstaltungsdetails
2023 წლის 5 აპრილს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) წარმატებით ჩაატარა წევრთა გენერალური ასამბლეა სასტუმრო
Veranstaltungsdetails
2023 წლის 5 აპრილს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) წარმატებით ჩაატარა წევრთა გენერალური ასამბლეა სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში. ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობა იყო DWV-ს საქმიანობის განვითარებისა და სამომავლო გეგმების წარსადგენად. სხვა საკითხებთან ერთად, საბჭომ 2023 წლის წლიური გეგმა წარადგინა, რაც ყველა წევრის მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წევრებმა ერთხმად მოიწონეს მმართველი საბჭოს 2022 წლის საქმიანობა.
საერთო კრების უმთავრესი ნაწილი იყო მმართველი საბჭოს წევრების დამტკიცება არჩევნების გზით. ხელახლა ან ახლად არჩეულ იქნენ საბჭოს წევრები: საპატიო დოქტორი საშა ტერნსი, ბ-ნი გიორგი ბათლიძე, ბ-ნი დავით შენგელია, ბ-ნი სანდრო ბახსოლიანი და ახალ წევრად არჩეულ იქნა ქ-ნი თებრონე რომანოვა.
ვულოცავთ საბჭოს წევრებს არჩევას და მოუთმენლად ველით მათთან თანამშრომლობას.
დიდი მადლობა ყველა წევრს და მონაწილეს, ვინც წვლილი შეიტანა წევრთა ასამბლეის წარმატებით განხორციელებაში!
Datum
5 April, 4 h - 5 April, 6 h
Ort
Pullman Tbilisi Axis Towers
37მ ჭავჭავაძის გამზირი,
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin