fbpx

Oktober, 2019

20Okt.All Day25Bayern - Fit for Partnership-ის მორიგი დელეგაცია ბავარიაში, თემაზე: „წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე სისტემები“

BFP-Delegationsreise zum Thema Wasser- und Abwasserwirt

Veranstaltungsdetails

ბავარიის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის “Bayern – Fit for Partnership” ფარგლებში, ბავარიამ კვლავ უმასპინძლა ქართულ კომპანიებს, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ადგილობრივ მწარმოებლებს. ამჯერად, მთავარ თემას წარმოადგენდა წყალმომარაგება და წყალარინება.

ზემოთაღნიშნული პროექტი Bayern International-ის ორგანიზებით ჩატარდა და როგორც გასულ წლებში, ისე ახლაც, პროფესიონალური მასპინძლობა გაეწია ქართული კომპანიების წარმომადგენლებს.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ, როგორც სახელმწიფოს როლს წყლის მართვის მიმართულებით, ისე წყალმომარაგების და წყალარინების სფეროში მოღვაწე ბავარიულ კერძო კომპანიებს. პროგრამით გათვალისწინებული იყო აგრეთვე, ორი წყალგამწმენდი ნაგებობის დათვალიერება. ქართული და ბავარიული კომპანიების წარმომადგენლებმა უშუალოდ გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

დელეგაციის ვიზიტის დასასრულს, ბავარიის ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრო გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსული, ბატონი დოქ. კლაუს ჰიპი.

მონაწილეების მხრიდან ძალიან პოზიტიული შეფასება დაიმსახურა აგრეთვე, ზემო ბავარიისა და ქ. მიუნხენის სავაჭრო პალატის აკადემიამ, რომელმაც უშუალოდ განახორციელა პროექტი ბავარიაში. DWV მჭიდროდ თანამშრომლობს Bayern International-თან და მომავალშიც ჩაერთვება ქართული კომპანიებისთვის მსგავსი ტიპის დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებაში.

Datum

20 Oktober, 12 h - 25 Oktober, 11 h

Ansprechpartner

მარია ბრეგაძეmaria.bregadze@dwv.ge

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X