fbpx

September, 2022

12Sep.(Sep. 12)00:0016(Sep. 16)00:00"Bayern - Fit for Partnership"-ის პროექტი „დანადგარები და ტექნოლოგიური სიახლეები სურსათის და სასმელების წარმოებასა და შეფუთვისთვის“

Veranstaltungsdetails

ქართული კომპანიების და ორგანიზაციებისთვის უკვე კარგად ნაცნობი პროგრამის “Bayern – Fit for Partnership” ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი ბავარიაში, რომლის მიზანს წარმოადგენს კვების მრეწველობის დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გაცნობა. 2022 წლის პროექტის თემა არისდანადგარები და ტექნოლოგიური სიახლეები სურსათის და სასმელების წარმოებასა და შეფუთვისთვის . შესაბამისად, მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საკვები პროდუქტების და სასმელების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე საწარმოო მანქანა-დანადგარებით და შესაფუთი ტექნოლოგიებით.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), როგორც პროექტის ადგილობრივი პარტნიორი, კვლავ გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად აღნიშნულ პროგრამაში. დელეგაციის ვიზიტი დაგეგმილია 2022 წლის 12დან 16 სექტემბრის ჩათვლით, ბავარიაში (გერმანია).

პროექტი ხორციელდება გერმანიის ავტონომიური ოლქის, ბავარიის ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტექნოლოგიის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის ორგანიზატორები არიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, Herbertz Dairy Food Service და Bayern International.

პროექტში მონაწილეობისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია 3 ივლისამდე. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: maria.bregadze@dwv.ge.

რეგისტრაციის დასრულებიდან დაახლოებით ორ კვირაში მოხდება შერჩეულ კომპანიებთან/ორგანიზაციებთან დაკავშირება.

Datum

12 September, 12 h - 16 September, 12 h

Ansprechpartner

მარია ბრეგაძეmaria.bregadze@dwv.ge

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X