Dezember, 2022











Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, 12 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა ბიზნეს ფორუმი მსოფლიო ბანკთან. ფორუმის მთავარმა სტუმარმა, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბატონმა
Veranstaltungsdetails
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, 12 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა ბიზნეს ფორუმი მსოფლიო ბანკთან.
ფორუმის მთავარმა სტუმარმა, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბატონმა სებასტიან მოლინეუსმა, წარადგინა მოხსენება თემაზე: “მსოფლიო ბანკის საქმიანობა საქართველოში, მიმდინარე პროექტები და პროგნოზები“.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა პიტერ ფიშერმა, თავი წარუდგინა ჩვენს წევრებს და მოკლედ მიმოიხილა არსებული ვითარება.
ღონისძიებას წარუძღვა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი დოქ. საშა ტერნესი.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ჩვენი წევრი პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი, ბატონი ალექს მატუა. აღსანიშნავია, რომ ფორუმი სწორედ პროკრედიტ ბანკის სრული დაფინანსებით ჩატარდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა მომხსენებლებს ძალიან საინტერესო შეკითხვები დაუსვეს და დამატებითი ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არაფორმალურ გარემოშიც შეძლეს.
Datum
12 Dezember, 1 h - 12 Dezember, 3 h
Ort
Courtyard By Marriott Hotel Tbilisi
4, Freedom Square
Ansprechpartner
Medea KvantalianiJunior Projektmanagerin
Courtyard By Marriott Hotel Tbilisi4, Freedom Square