fbpx

November, 2019

21Nov.15:4518:00DWV-ბიზნეს ფორუმი: შრომის უსაფრთხოების რეგულაციები

DWV-Business-Forum-Gesetzliche-Vorschriften-zur-Arbeitssicherheit

Veranstaltungsdetails

2019 წლის 21 ნოემბერს DWV-მ გამართა ბიზნეს ფორუმი თემაზე: შრომის უსაფრთხოების რეგულაციები.

DWV-ს დირექტორის, თომას კიმმესვენგერისა და გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის – იან ბიტნერის მოკლე თემატური მიმოხილვის შემდეგ, გაიმართა პანელური დისკუსია ბექა ფერაძესთან, გიორგი კობახიძესთან (HeidelbergCement Georgia), ნატო ქიტიაშვილთან (m2 Real Estate) და გოგა გვიშიანთან (AE Solar) ერთად. დისკუსიის მოდერატორი იყო სოფი ფანჯიკიძე (Gvinadze&Partners). ღონისძიების დასაწყისში, ბატონმა ბექა ფერაძემ განმარტება გააკეთა იმ მოცულობითი ცვლილებების შესახებ, რომლებიც გატარდა ახალი რეგულაციების შემოღებასთან ერთად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამასთან დაკავშირებით გაუმჯობესებული სამუშაო პირობები და სამსახურეობრივი უბედური შემთხვევების შემცირებაც ადასტურებს მსგავსი კანონმდებლობის განახლების საჭიროებას. ეს მოსაზრება სხვა სპიკერების გამოცდილებითაც გამყარდა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ახალი დებულებების ყოველდღიურ სამუშაო ჭრილში განხორციელებას.

აუდიტორიის მრავალმა შეკითხვამ ასევე ნათლად დაგვანახა თემის აქტუალურობა ყველა ეკონომიკურ სექტორში, რამაც დინამიური დისკუსია წარმოშვა.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 100-მდე სტუმარს ახალი კონტაქტების დამყარებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობა მიეცა.

Datum

21 November, 3 h - 21 November, 6 h

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X